ბელარუსში 15 თებერვლიდან, როდის გაიყიდება ჩვენთან მარტის ბილეთები?

AutoSharing Option
26 მარტს საქართველოს ნაკრები ბელარუსის ეროვნულ გუნდს ისტორიულ მატჩში დაუპირისპირდება. გამარჯვებული კი ერთა ლიგის ფინალურ მატჩს უმასპინძლებს, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შეხვედრაში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამ ოთხეულში საუკეთესო კი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

გულშემატკივრებისათვის აქტუალური კითხვაა, თუ როდის დაიწყება ბილეთების გაყიდვა. ჩვენ ნაკრების პრესსამსახურში ვცადეთ ინფორმაცის გადამოწმება, სადაც გვითხრეს რომ ზუსტად ვერ გვეტყვიან და ინფორმაცია წინასწარ დაანონსდება.

თუმცა ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციამ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ ადგილობრივ საიტზე ბილეთების გაყიდვა 15 თებერვალს
დაიწყება. ამავდროულად ფედერაციამ აქტიური წინასამატჩო კამპანია დაიწყო, გულშემატკივრებს განახლებულ ფან-შოპსა და სხვადასხვა ტუროპერატორების ტურებს სთავაზობენ.


საქართველოში ჯერჯერობით ფედერაციის მხრიდან რაიმე სახის აქტივობა არ ყოფილა, ვიმედოვნოთ მალე დაიწყება. შეგახსენებთ საქართველოსა და ბელარუსის მატჩი 26 მარტს 21:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რაღაც დიდი იმედგაცრუების სუნი მცემს და ნეტა ვცდებოდე. ბელარუსიას ბურთს დავახევთო და ბევრი ესეთი განცხადება მსმენია და მერე მსაჯზე გადაბრალებები და ა.შ. ჩაკვე ფორმაში არაა, ოქრიაშვილის იმედი როგორ უნდა გქონდეს მაგრამ ეგეც დამტვრეულია, ანანიძეც ეხლა იწყებს თამაშს. ვინაა ვისი იმედი უნდა გვქონდეს?
nedved
00:00 10-02-2020
7
თავიდან ძალიან იმედიანად ვიყავი მაგრამ რა იმედი... ფეხბურთელების უმეტესობა საშინელ ფორმაშია ან ტრანვა აქვს ფედერაციაც არაფერს აკეთებს.
giorgi
17:52 09-02-2020
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული