ვაისი ნაკრების ფეხბურთელების თამაშის სანახავად კვიპროსსა და თურქეთში ჩავიდა და აი, რა ნახა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სფფ-ის ვებგვერდის ცნობით, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ეროვნული გუნდის ფეხბურთელების თამაშის სანახავად ჯერ კვიპროსში, ხოლო შემდეგ თურქეთში იმყოფებოდა:

"საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბი თურქეთში ქართველი ლეგიონერების მატჩებზე დასასწრებად იმყოფებოდა. ვლადიმირ ვაისი სამწვრთნელო შტაბის წევრებთან და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ალექსანდრე იაშვილთან ერთად ანტალიის რეგიონში ჩავიდა.

4-9 თებერვალს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იმ ქართველი ფეხბურთელების მატჩების სანახავად იმყოფებოდა, რომლებიც საწვრთნელ შეკრებას თურქეთში გადიან. ზამთრის შესვენების პერიოდში საკუთარ კლუბებთან ერთად ანტალიის რეგიონში იმყოფებიან ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, დავით ხოჭოლავა, ელგუჯა ლობჯანიძე,
ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ლაშა პარუნაშვილი და გია გრიგალავა. მატჩებზე დასწრების გარდა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელს კომუნიკაცია ჰქონდა ქართველ ლეგიონერთა კლუბების სამწვრთნელო შტაბებთან.

თურქეთში ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპს გადის საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო", რომელსაც აგრეთვე სტუმრობდა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

თურქეთში ჩასვლამდე ვლადიმირ ვაისი კვიპროსში "ანორთოსისის" მატჩს დაესწრო, სადაც ხუთი ქართველი ფეხბურთელი - გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა კაჭარავა და ჯანო ანანიძე ირიცხება. თურქეთის შემდეგ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ევროპაში მოთამაშე სხვადასხვა ლეგიონერის მატჩებზე დასწრებას გეგმავს".

მკითხველის კომენტარები / 5 /
იმედიც კარგია,როგორც რუსები ამბობენ ნადიეჯდა ბოლოს კვდებაო
maxo
00:22 12-02-2020
0
ტაისონა მართალია, მაგას ვიძახი 2 წელიწადია. მხოლოდ იმ ფეხბურთელების მეიმედება, რომლებსაც სათამაშო დრო ნაკლებად, ან ვააბშე არ ეძლეოდათ. ბოლო ერთ წელიწადში ამ ჩარეცხილი ბიჭებისგან რომ დაეკომპლექტებია გუნდი და შეეთამაშებინა, ეხლა წელგამართული ვიქნებოდით. ნუ ბელარუსთან კიდე გვაქვს შანსი, მარა მერე ამ გუნდით მეეჭვება. ძველები დაბერდნენ და ვეღარ დარბიან, ან ფორმაში არ არიან, სასწრაფოდ დასაძახებელია ებრალიძე, ზარანდია, მჭედლიშვილი, ვაჩიბერაძე,ბერიძე, პარუნაშვილი, კიპრიდან მხოლოდ ლორიას და დაუშვილის იმედი შეიძლება გვქონდეს.ცენტრფორვარდად საბა ლობჟანიძეს დავაყენებდი.რიოკი აქ, პოზიციურად ძლიერია - კარგად არჩევს ადგილს, გოლის ალღო მაგარი აქ, დარტყმითაც ცუდად არ ურტყამს, თუმცა ამ კომპონენთში მომატება მართებს. მას რომ ამ პოზიციაზე დრო მისცემოდა, დღეს ცენტრფორვარდის პრობლემა გადაჭრილი იქნებოდა, ხოლო განაპირა შემტევის პოზიციაზე სხვებიც გვყავს.არაბიძეს რომ თავის დროზე მისცემოდა დრო, რასაც აშკარად იმსახურებდა, დღეს იგი კაი გუნდში და კაი ლიგაში იქნებოდა, არც ტრამვა ექნებოდა და ნაკრებიც ბევრად ძლიერი იქნებოდა. ვნახოთ.
vaso
14:50 11-02-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული