ბელარუსის ნაკრები მზადებას თვე-ნახევრით ადრე იწყებს

AutoSharing Option
ისევე, როგორც საქართველოსთვის, ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებისათვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ისტორიულ მოვლენად შეიძლება იქცეს. 26 მარტს  "დინამო არენაზე" გაირკვევა იმ გუნდის ვინაობა, რომელიც ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში ევრო 2020-ის საგზურისთვის ითამაშებს.

როგორც მოგეხსენებათ, ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელების უმრავლესობა ქვეყნის ჩემპიონატში თამაშობს, ბელარუსის პრემიერლიგაში კი პაუზაა და შეჯიბრი გაზაფხულამდე არ განახლდება. მოთამაშეების ფორმაში შესაყვანად, "თეთრმა რუსებმა" ერთა ლიგის ნახევარფინალამდე 1,5 თვით ადრე დაიწყეს მზადება.

მიხეილ მარხელის შეგირდები 19 თებერვლიდან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იწყებენ შეკრებას.

ჩვენს მეტოქეს ორი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი. პირველი
მეტოქე უზბეკეთის ეროვნული ნაკრები იქნება, რომელსაც ქალაქ სარაჯაში დაუპირისპირდებიან. 24 თებერვალს ბელარუსები ბულგარეთს ესტუმრებიან და 26-ში კი სოფიაში, ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მიხეილ მარხელმა შეკრებაზე ეს ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები

  • ალექსანდრ გუტორი (სოლიგორსკის "შახტიორი")
  • პაველ პავლიუჩენკო (ბრესტის "დინამო")
  • მაქსიმ პლოტნიკოვი (მინსკის "დინამო") - დაემატება ბულგარეთში

მცველები

  • სერგეი პოლიტევიჩი, სერგეი მატვეიჩიკი, იგორ ბურკო (სოლიგორსკის "შახტიორი")
  • ალექსანდრ პავლოვეცი (ბრესტის "დინამო")
  • მაქსიმ შვეცოვი (მინსკის "დინამო")
  • კირილ პეჩენინი (ბრესტის "დინამო") - დაემატება ბულგარეთში
ნახევარდაცვა

  • სტანისლავ დრაგუნი, იგორ სტასევიჩი, პაველ ნიხაიჩიკი (ბორისოვის "ბატე")
  • მიხაილ გორდეიჩუკი, რომან იუზეპჩუკი (ბრესტის "დინამო")
  • ნიკიტა კორზუნი ("ვილაფრანკენეშე")
  • იური კენდიში, დმიტრი პოდსტრელოვი (სოლიგორსკის "შახტიორი")
  • ივან ბახარი (მინსკის "დინამო")
  • ევგენი იაბლონსკი (ბატე), ევგენი შევჩენკო (ბრესტის "დინამო"), ვლადისლავ კლიმოვიჩი (მინსკის "დინამო") - დაემატება ბულგარეთში
თავდასხმა

  • დენის ლაპტევი (ბრესტის "დინამო")
  • მაქსიმ სკავიში ("ბატე")
  • ვიტალი ლისაკოვიჩი ("შახტიორი")
  • ვსევოლოდ სადოვსკი (ბრესტის "დინამო") - დაემატება ბულგარეთში
მკითხველის კომენტარები / 25 /
ჩვენ რად გვინდა უკვე მზად ვართ. თავგასიებულს უკვე დალაგებული აქვს სტრატეგია და ტაქტიკა
las
13 თებერვალი 2020 13:06
6
ჯობდა საერთოდ არ მოგვეგო ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი! მაქსიმუმ ბელორუსიას გავცდეთ!
რომანი
13 თებერვალი 2020 12:54
12
ჯობდა ასეთი კომენტარი საერთოდ არ დაგეწერათ.
ლირიკა
14 თებერვალი 2020 02:25
0
რა შუაშია ჩვენი თავდაჯერებულბა ან ფედერაციის დადანაშაულება ?. ძალიანაც რომ გვინდოდეს ვერ შევკრიბავთ ადრე, იმიტომ რომ კლუბები არ გამოუშვებენ ჩვენს ლეგიონერ ფეხბურთელებს, რადგან არაა ე.წ. ფანჯარა. ეს ბელარუსები კიდე იმიტომ იკრიბებიან რომ თითქმის ყველა თავის ჩემპიონატში თამაშობს, რომელიც არ დაწყებულა და უნდა შეიკრიბებიან უნდა დასავენებლად წავლენ ზღვაზე.
DAVE
13 თებერვალი 2020 11:28
1
ჩვენ გენტში გყვავს 2 ნაკრების მოთამაშე, თქვენ არ გყავთ!! არაფერი შეგეშალოთ
რომანა
13 თებერვალი 2020 11:20
2
ბელორუსზე არა , მაგრამ კოსოვოზე ნამდვილად ვნერვიულობ... მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრებია. ყველას ტოლსწორად ე ეთამაშებიან.მართალია 5 გოლი გაუშვეს, თუმცა ინგლისთან - უემბლიზე 3 გოლის გატანას ერთეული ნაკრებები თუ ახერხებენ
Homer
13 თებერვალი 2020 11:14
4
მოდი ჯერ ამას გავცდეთ და ჰოპლა მერე დავიძახოთ.
kaira
13 თებერვალი 2020 11:47
1
Chen ragac dzaan tavdajerebulebi vart da ar gamogvisvan trakshi tetra rusebma
Geo
13 თებერვალი 2020 10:59
8
უეჭველი გაგვაპობენ ჩვენ ხო ნიჭიერები ვართ? ბოლო ერთ კვირას წაავარჯიშებენ და მეტი არ უნდათ ჩვენებს... :D რა ბაქი ბუქა ერი ვართ!!!!! შრომა შრომა და ისევ შრომას თუ არ მივეჩვევით მუდამ ასეთ წუმპეში ვიქნებით ფეხბურთშიც და ყველაფერშიც
Roma
13 თებერვალი 2020 10:59
15
უეჭველად რატომ "გაგვაპობენ", რადგან შეკრებას იწყებენ ადრე?:)) რა ლოგიკაა საერთოდ? მათი უპირატესობა თუ შეკრების ადრე დაწყებაა, მაშინ საქართველოს უპირატესობა კოლოსალური ყოფილა. თამაში თბილისშია, ფეხბურთელების კლასი და ზოგადად თამაშის სტილი, საქართველოს ბევრი უპირატესობა აქვს და ამას გამოყენება უნდა. ასე იყო 2002 წლის მსოფლიოს შესარჩევში, რუმინეთს ვხვდებოდით თბილისში და მოგების შემთხვევაში მსოფლიოზე გასვლის კარგი შანსი გვქონდა. ჩვენებმა შეკრება 2 კვირით ადრე დაიწყეს, ბაზა ჩაიკეტა, დინამოს ბალახს დაჰკანკალებდნენ, ყველა ფეხბურთელს ერთნაირი შარვალ-კოსტუმი შეუკერეს და იმით მოძრაობდნენ ოფიციალურ პრეზენტაციებზე.... ჩამოვიდა 2 დღის შეკრებილი რუმინეთის ნაკრები და 0-2 მოგვიგო. მუნტეანუმ და კონტრამ გაგვიტანეს. 28 მარტი იყო ზუსტად მახსოვს. ასე რომ შეკრების ადრე დაწყება პანიკას უფრო გავს. ეს ვერც კლასს მოუმატებს გუნდს და ვერც შესაძლებლობებს. ახალდანიშნულია მარხელი და სიტუაციაში გარკვევას ცდილობს ამ შეკრებით და ამხანაგურებით. ეს ბუნებრივია.
ანესთეზეოლოგი
13 თებერვალი 2020 11:34
1
სულ რო დორტმუნდის ხელა სტადიონი გვქონდეს ეგ კლასს ვერ მოგვმატებს ქილიკი რო ბელარუსია ასე და ისე არც ჩვენ ვართ მეტი თვე ნახევარი საკმარისზე მეტია იმისთვის რო ბელარუსიის მსგავსი ნაკრები ნახევარფინალში გახდეს ფავორიტი როცა ჩვენ მხოლოდ 3 დღე გვაქ თან კარგ ვარიანტში ფინალისთვის ძალების აღდენის დრო არ გვექნება მათ კი თვე ნახე ვარი აქვთ თვე ნახევარში არაპროფესიონალებისგანაც კი დააყენებ ანგარიშგასაწევ თერთმეტეულს
ნოდო
13 თებერვალი 2020 10:46
9
მოკლედ, ქართველებს ასე გაგვმართლებოდეს როდესმე რამეში, როგორც ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე, ისტორიულ წარსულსაც, რომ გადავავლო თვალი, ვერ ვიხსენებ. თითქოს უეფამ პირდაპირ შემოგვითვალა, ძვირფასო ქართველებო მობრძანდით და მომაწილეობა მიიღეთ ევროპის ჩემპიონატზე. უბრალოდ, მანამდე მცირე პროცედურაა გასავლელი და ჩვენი კარი თქვენთვის ღიააო. ხოდა, ღმერთმა ქნას ამ ღია კარს არ ავცდეთ ახლა.
ყისმათ ბედიანი
13 თებერვალი 2020 10:42
0
თუ ძმა ხარ რამეს ხელი წაავლე, ემანდ არ დაგვთარსო.
ჰაჰა
13 თებერვალი 2020 11:42
4

სიახლეები პოპულარული