
უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩის, საქართველო - ბელარუსის, ბილეთების ონლაინრეჟიმში გაყიდვა 15 თებერვალს დაიწყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ 3 დღეში ბილეთების ნახევარი უკვე გაყიდულია.
ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია "დინამო არენის" სალაროებში 22 თებერვლიდან დაიწყება.
"დინამო არენა" 54 139 მაყურებელს იტევს და 3 სექტორი მეტოქე გუნდის გულშემატკივრებისთვისაა გამოყოფილი.
სამი სექტორი მეტოქის ქომაგებს - ბელარუსებმაც ბილეთების გაყიდვა დაიწყეს
საქართველო - ბელარუსი | ბილეთების ონლაინ რეჟიმში რეალიზაცია დაიწყო!