ვლადიმირ ვაისი: ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ბელარუსთან მატჩზე ვკონცენტრირდეთ

AutoSharing Option
ამსტერდამში ჩატარებულმა ერთა ლიგის კენჭისყრამ საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად ესტონეთი, ჩრდილოეთი მაკედონია და სომხეთი არგუნა. ღონისძიებას "ჯვაროსნების" მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი დაესწრო, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდთან შემდეგი განაცხადა:

"ეს ჯგუფი ჩვენთვის ახალი გამოწვევაა, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რომ მარტში ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე ვკონცენტრირდეთ. ახალ ჯგუფში ყველას თანაბარი შანსები აქვს.

ჩვენ ესტონეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ. ასევე კარგად ვიცნობთ ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელსაც, იმედი მაქვს, ფინალურ შეხვედრაში დავუპირისპირდებით. სომხეთი ასევე კარგი გუნდია. ამ დონეზე ადვილი მატჩები, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ ვთვლი,
რომ ახლა მხოლოდ მარტზე უნდა ვკონცენტრირდეთ".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვაისის დარჩენა ნაკრებში არც უნდა განიხილებოდეს მემგონი საერთოდ!? ვერ ქაჩავს ეს კაცი და რა უნდა ქნას არ ვიცი! მაგაზე მაგარი მწვრთნელები წასულან ნაკრებიდან!
კობი
04 მარტი 2020 14:20
5
ევროპაზე თუ გაგვიყვანს იყოს მწვრთნელი კიდევ 2 წელი, თუ არა და 31 მარტს გასაგდები გახდება პირდაპირ სათადარიგო სკამიდან. ჯობია პრესკომფერენციასაც არ დაესწროს, პირდაპირ ჩარტერული რეისით სტადიონიდან წავიდეს სლოვაკეთში. სპორტული თავშესაფარი მოთხოვოს სლოვაკებს. ღმერთი ჩვენსკენ 26 და 31 მარტს.
roma bejanidze
04 მარტი 2020 12:51
5
არასწორი ხალხის ხელით სწორი საქმეები არ კეთდება, ღმერთი კი მხოლოდ სწორი და მართალი ხალხის მხარესაა! ხალხი ვინც ამას ვერ ხვდება, უბრალოდ ღრმა ძილშია. სანამ ახალი თაობა არ მოვა მწვრთნელების დონეზე, ევროპული განათლებით არაფერი არ ეშველება არაფერს ამ ქვეყანაში. არასწორი ხალხი ყველა საქმეშია, მათ შორის პოლიტიკაშიც. ისინი წამლავენ ჰაერს და აფუჭებენ ყველაფერს. მინიმუმ 50 წელი უნდა გავიდეს, შეიცვალოს ეს ხალხი!....
ლევანი
05 მარტი 2020 10:01
0
ვაისის შემდეგ ციკლში დარჩენა/არდარჩენა დამოკიდებულია 26 მარტის და 31 მარტის ჩვენს შედეგზე. თუ მოვიგეთ ეს თამაშები ვაისის გაშვება უტვინობა იქნება.
ვაჟა ზაზაევიჩი
04 მარტი 2020 11:06
4
ეს აქაც დარჩენას აპირებს?
max
04 მარტი 2020 08:23
4
ღმერთმა არა ქნას ისევ ეს ქვეშაფსია იყოს მწვრთნელი შემდეგ ციკლში.
emigranti
04 მარტი 2020 02:49
39

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული