ESPN-ის სურვილი თუ ვარაუდი - კოსოვო საკმაოდ ძლიერია, რათა საქართველოს, ბელარუსს და ჩრდილოეთ მაკედონიას აჯობოს

AutoSharing Option
ESPN-მა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე პლეი-ოფიდან მოსახვედრი გუნდების შანსებზე დაწერა და სიმპათია კოსოვოს მიმართ არც დაუფარავს. შეგახსენებთ, D ჯგუფიდან ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები 26 მარტს ბელარუსს უმასპინძლებს, ხოლო ჩრდილოეთი მაკედონია - კოსოვოს.

ავტორმა ტომ ჰამილტონმა გრანდების შანსებზე, ტურნირზე ვიდეოგამეორების სისტემის მუშაობაზე, ტურნირზე კორონავირუსის შესაძლო გავლენაზე ისაუბრა, ბოლოს ჩვენი, D ჯგუფიც მოკლედ მიმოიხილა და გაგიკვირდებათ და, 4 გამარჯვებულის ვინაობა წინასწარ გვამცნო:

"დაბოლოს, "D გზის" ჯგუფი. დამოუკიდებელ ქვეყნებს შორის რა შესანიშნავია, რომ არის კოსოვო ბრწყინვალე ვედათ მურიჩისთან ("ფენერბახჩეს" 25
წლის თავდამსხმელია - იხ. სურათზე) კომპლექტში. ააგდეთ მონეტა, მაგრამ კოსოვო საკმაოდ ძლიერია, რათა საქართველოს, ბელარუსს და ჩრდილოეთ მაკედონიას აჯობოს.

მაშ ასე, 4 გუნდი, რომლებიც ევრო 2020-ზე უნდა გაემგზავრონ და რომლებიც იდეალურნი იქნებიან მომავალი ტურნირისთვის - ისლანდია, ირლანდია, ნორვეგია და კოსოვო."

alt[მკითხველთა ფორუმი] რომელი მეკარე უნდა დააყენოს ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში?

altბელარუსული მედია: 55 ათასი ბილეთი ერთ კვირაში გაიყიდა, საბაზო გუნდი კვიპროსის ჩემპიონატიდანაა... საქართველოში ნამდვილი აჟიოტაჟია

altსაქართველო-ბელარუსი: "წესრიგი ამარცხებს კლასს" - მეტოქის იმედი დ 7.4-მილიონიანი პრემია ფეხბურთელებს

მკითხველის კომენტარები / 39 /
კოსოვო შემტევ ფეხბურთს თამაშობს და დაცვაში ჩაჯდომა არ იციან (რაც ინგლისთან შეხვედრაში დამტკიცდა)! შეუძლიათ გაუშვან სამი გოლი მაგრამ მანდვე ხუთი გაიტანონ!მარტო გამართული საფეხბურთო სქემა და დიდი თავდადება ჩვენი ფეხბურთელების თუ დააჩოქებს მათ!შარშან ვწერდი,რომ ბელარუს გავცდებით და ფინალში კოსოვოს შევხვდებით მეთქი (მაშინ სად ვითამაშებდით ფინალს არ იყო გარკვეული)! ფინალი საქართველოშია და უნდა მოვუგოთ სხვა გზა არ არის!
გუჯა
05 მარტი 2020 22:27
2
კოსოვო შემტევ ფეხბურთს თამაშობს და დაცვაში ჩაჯდომა არ იციან (რაც ინგლისთან შეხვედრაში დამტკიცდა)! შეუძლიათ გაუშვან სამი გოლი მაგრამ მანდვე ხუთი გაიტანონ!მარტო გამართული საფეხბურთო სქემა და დიდი თავდადება ჩვენი ფეხბურთელების თუ დააჩოქებს მათ!შარშან ვწერდი,რომ ბელარუს გავცდებით და ფინალში კოსოვოს შევხვდებით მეთქი (მაშინ სად ვითამაშებდით ფინალს არ იყო გარკვეული)! ფინალი საქართველოშია და უნდა მოვუგოთ სხვა გზა არ არის!
გუჯა
05 მარტი 2020 22:27
4
ანუ თუ კოსოვო შეგვხდა ფინალში ჩვენ არ ვაღიარებთ კოსოვოს და როგორ უნდა ვეთამაშოთ?? იქნებ გაარკვიოთ ეს საკითხი პრობლემა ხომ არ იქნება მატჩის ჩატარების?
გიორგი ნაკაშიძე
05 მარტი 2020 22:23
14
კოსოვოელი სპორტსმენები ჩამოდიან ხოლმე საქართველოში, არის უკვე ამის პრაქტიკა (და არა ერთი) ასე რომ არავითარი პრობლემა არ იქნება.
123
06 მარტი 2020 05:45
0
მაკედონია-კოსოვოს გამარჟვებული გავა 100-იანი.
ozeki
05 მარტი 2020 22:05
48
შენ თუ მაგ შენს ნათქვამზე ფსონი არ დადო და მაშინ შენ იყო კოსოვოელთა ბუცების საწმენდი სითხე
qomagi
06 მარტი 2020 17:26
0
იმედია სახლს დადებ მაგ ფსონზე და უსახლკაროდ დარჩები )))))))))
Niko
06 მარტი 2020 02:23
0
ობიექტურია. ნეიტრალური თვალით მართლაც ძლიერია. ჩვენი სტადიონის+. შანსები 50/50
giorgi
05 მარტი 2020 22:01
5
კოსოვოს გაყვანა პოლიტიკური ნაბიჯია
ლაშა
05 მარტი 2020 21:53
6
რა ურჩევნიათ და როგორ ურჩევნიათ იმათ სულ არაა ჩვენთვის საინტერესო. ჩვენ თუ არ მივეცით თამაში რა ძალით წაგვართმევენ? ისე საერთოდ არამგონია ამათმა მაკედონია გაიარონ. საქართველო მაკედონიას ვფიფქრობ ფინალს.
გოგა
05 მარტი 2020 21:14
2
ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება.რა თქმა უნდა კარგი გუნდია კოსოვო, მაგრამ მაინც კოსოვოა და არა ესპანეთი და იტალია ან სხვა.საქართველო ცუდი გუნდი არ არის და მით უმეტეს თბილისსი და არამგონია აქ ფავორიტი სხვა იყოს
ნოდიკო
05 მარტი 2020 21:09
0
ჰოდა მოტო ტარჩებიან მასე პირდაღებულები..
ზესტაფდონი
05 მარტი 2020 21:08
0
რაღაცა ძალიან დიდი პიარი აქვს ,,კოსოვოს''არადა არაფრით გამორჩეული გუნდი არაა.. რაიმე ჩათლახურ გეგმას ხომ არ ამზადებს უეფა და ფიფა მათ სასარგებლოდ? :( :(
მწარე
05 მარტი 2020 20:59
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული