ESPN-მა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე პლეი-ოფიდან მოსახვედრი გუნდების შანსებზე დაწერა და სიმპათია კოსოვოს მიმართ არც დაუფარავს. შეგახსენებთ, D ჯგუფიდან ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები 26 მარტს ბელარუსს უმასპინძლებს, ხოლო ჩრდილოეთი მაკედონია - კოსოვოს.
ავტორმა ტომ ჰამილტონმა გრანდების შანსებზე, ტურნირზე ვიდეოგამეორების სისტემის მუშაობაზე, ტურნირზე კორონავირუსის შესაძლო გავლენაზე ისაუბრა, ბოლოს ჩვენი, D ჯგუფიც მოკლედ მიმოიხილა და გაგიკვირდებათ და, 4 გამარჯვებულის ვინაობა წინასწარ გვამცნო:
"დაბოლოს, "D გზის" ჯგუფი. დამოუკიდებელ ქვეყნებს შორის რა შესანიშნავია, რომ არის კოსოვო ბრწყინვალე ვედათ მურიჩისთან ("ფენერბახჩეს" 25
წლის თავდამსხმელია - იხ. სურათზე) კომპლექტში. ააგდეთ მონეტა, მაგრამ კოსოვო საკმაოდ ძლიერია, რათა საქართველოს, ბელარუსს და ჩრდილოეთ მაკედონიას აჯობოს.
მაშ ასე, 4 გუნდი, რომლებიც ევრო 2020-ზე უნდა გაემგზავრონ და რომლებიც იდეალურნი იქნებიან მომავალი ტურნირისთვის - ისლანდია, ირლანდია, ნორვეგია და კოსოვო."
ერთა ლიგაზე 0:0 აზერბაიჯანთან, 1:1 ფარერებთან და 5:0 მალტასთან.
შესარჩევში 1:1 მონტენეგროსთან, 3:2 ბულგარეთთან, 3:5 ინგლისთან და 1:2 ჩეხეთთან.
ეხლა ბელორუსის გასვლითი მატჩების სტატისტიკა.
ერთა ლიგაზე - 2:0 ლუქსემბურგთან, 0:0 მოლდოვასთან და 2:0 სან-მარინოსთან. შესარჩევში 0:4 ნიდერლანდებთან, 1:2 ჩრდ. ირლანდიასთან, 2:1 ესტონეთთან და 0:4 გერმანიასთან.
რეალურად რომ შევხედოთ თბილისში შანსები ორივე მეტოქესთან 55/45-ზეა ჩვენს სასარგებლოდ. მცირე მაგრამ მაინც უპირატესობაა.