ESPN-ის სურვილი თუ ვარაუდი - კოსოვო საკმაოდ ძლიერია, რათა საქართველოს, ბელარუსს და ჩრდილოეთ მაკედონიას აჯობოს

AutoSharing Option
ESPN-მა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე პლეი-ოფიდან მოსახვედრი გუნდების შანსებზე დაწერა და სიმპათია კოსოვოს მიმართ არც დაუფარავს. შეგახსენებთ, D ჯგუფიდან ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები 26 მარტს ბელარუსს უმასპინძლებს, ხოლო ჩრდილოეთი მაკედონია - კოსოვოს.

ავტორმა ტომ ჰამილტონმა გრანდების შანსებზე, ტურნირზე ვიდეოგამეორების სისტემის მუშაობაზე, ტურნირზე კორონავირუსის შესაძლო გავლენაზე ისაუბრა, ბოლოს ჩვენი, D ჯგუფიც მოკლედ მიმოიხილა და გაგიკვირდებათ და, 4 გამარჯვებულის ვინაობა წინასწარ გვამცნო:

"დაბოლოს, "D გზის" ჯგუფი. დამოუკიდებელ ქვეყნებს შორის რა შესანიშნავია, რომ არის კოსოვო ბრწყინვალე ვედათ მურიჩისთან ("ფენერბახჩეს" 25
წლის თავდამსხმელია - იხ. სურათზე) კომპლექტში. ააგდეთ მონეტა, მაგრამ კოსოვო საკმაოდ ძლიერია, რათა საქართველოს, ბელარუსს და ჩრდილოეთ მაკედონიას აჯობოს.

მაშ ასე, 4 გუნდი, რომლებიც ევრო 2020-ზე უნდა გაემგზავრონ და რომლებიც იდეალურნი იქნებიან მომავალი ტურნირისთვის - ისლანდია, ირლანდია, ნორვეგია და კოსოვო."

alt[მკითხველთა ფორუმი] რომელი მეკარე უნდა დააყენოს ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში?

altბელარუსული მედია: 55 ათასი ბილეთი ერთ კვირაში გაიყიდა, საბაზო გუნდი კვიპროსის ჩემპიონატიდანაა... საქართველოში ნამდვილი აჟიოტაჟია

altსაქართველო-ბელარუსი: "წესრიგი ამარცხებს კლასს" - მეტოქის იმედი დ 7.4-მილიონიანი პრემია ფეხბურთელებს

მკითხველის კომენტარები / 39 /
"ჩვენს ელვისებურ თავდასხმას და გრიგალისებურ გარღვევას გაუმარჯოს"(ფეოლა)!
მწვრთნელი
06 მარტი 2020 21:38
1
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს გ ა უ მ ა ჯ ოს
ოთო
06 მარტი 2020 17:42
0
მაგათმა ჯერ მაკედონიას მოუგონ, რაშიც ძალიან ეჭვი მეპარება, და თუ ცარიელ სტადიონზე არ გვათამაშეს აუცილებლად მოვუგებთ! თბილისში კოსოვოს კი არა ხორვატიას და ესპანეთს უჭირს თამაში. მთავარია ჯანმრთელად ვიყოთ!
x.x
06 მარტი 2020 14:13
0
კაი და ამის დაჯღანულ სახეს როდის მოაშორებთ მთავარი გვერდიდან თუ სპეციალურათ გვიშლით ნერვებს რო ტონუსში ვიყოთ :))) ESPN კიდე ურჩევნია ბესბოლი ამერიკული ფეხბურთი და სოფტბოლი არჩიოს ფეხბურთის რო სოკერს დაუძახებ ეგეთების გასარჩევი არაა ვინ და რატო უნდა გავიდეს ევროპაზე :)))
1111
06 მარტი 2020 12:31
1
ვარჯიშებს შორის განსხვავება ფიქსირდება ტაბლოზე. ეხლა ვნახავთ ვის უკეთესი მწვრთნელი ყავს
შოკირებული გულშემატკივარი
06 მარტი 2020 12:17
0
მოდით გადავხედოთ კოსოვოს გასვლითი შეხვედრების სტატისტიკას ერთა ლიგაზე და შემდეგ შესარჩევ ჯგუფში.
ერთა ლიგაზე 0:0 აზერბაიჯანთან, 1:1 ფარერებთან და 5:0 მალტასთან.
შესარჩევში 1:1 მონტენეგროსთან, 3:2 ბულგარეთთან, 3:5 ინგლისთან და 1:2 ჩეხეთთან.
ეხლა ბელორუსის გასვლითი მატჩების სტატისტიკა.
ერთა ლიგაზე - 2:0 ლუქსემბურგთან, 0:0 მოლდოვასთან და 2:0 სან-მარინოსთან. შესარჩევში 0:4 ნიდერლანდებთან, 1:2 ჩრდ. ირლანდიასთან, 2:1 ესტონეთთან და 0:4 გერმანიასთან.
რეალურად რომ შევხედოთ თბილისში შანსები ორივე მეტოქესთან 55/45-ზეა ჩვენს სასარგებლოდ. მცირე მაგრამ მაინც უპირატესობაა.
ირაკლი
06 მარტი 2020 11:50
1
მოგება შოტლანდიასაც ჭირდებოდა აქ რომ ჩავიდნენ, ევროპის ჩემპიონატზე გადიოდნენ. ხორვატიასაც წაუგია დინამოზე ბევრად ძლიერი გუნდით... არც კოსოვოა ბრაზილია. მთავარია მობილიზება მოახდინოს გუნდმა და ყურადღებით ვითამაშოთ დაცვაში.
ჰმ
06 მარტი 2020 11:48
0
კაი კაცო,მაშ კოსოვო ხომ, თქვენი პრიორიტეტი კოსოვოა..გასაგებია, მაშინ ჩვენ ბიჭებს მოუწევთ ამათი დამარცხებაც იმ ორ თამაშში,ას რომ სერიოზული მობილიზებაა საჭირო
gogia
06 მარტი 2020 11:04
0
ძალიან ცუდად მენიშნა ამ უსერიოზულესი გამოცემის პროგნოზი, კოსოვოს გასვლას ევროპაზე დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს და არსებობს შანსი რომ მსაჯები იყვნენ მიკერძოებულები, რაც ჩვენს ათმაგ მობილიზებას საჭიროებს ფსიქოლოგიურად.
ლაშა
06 მარტი 2020 10:11
2
ყველა Შემთხვევაში ამაზე კონცენტრირება უადგილოა.მთავარი უპირატესობა - სახლში Თამაში Ჩვენს ხელშია. ეხლა მთავარია, როგორ დავხვდებით და რის საშუალებას მივცემთ. ერთი უსიამოვნო მომენტი ის არის, რომ ბალკანელები ჩვენთვის უხერხულ მეტოქეებად რᲩებიან და ეს ტრადიცია უნდა დავარღვიოთ. იქამდე კი ბელარუსთან Თამაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ
: )))))))
06 მარტი 2020 12:47
2
ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ პოლიტიკურად იმაზე მეტი დატვირთვა ექნება ვიდრე საქართველოს გასვლას. დღემდე ნაწილობრივ ოკუპირებულ ქვეყნად ვითვლებით მთელი ევროპის თვალში, სადაც ხალხს საკუთარ ქვეყანაში მოგონილ საზღვრებზე იჭერენ და ხოცავენ. ამას დავუმატოთ ჩვენი ფედერაციის წონა უეფაში, ბევრ ქვეყანაზე მეტი ავტორიტეტით სარგებლობენ. ასე რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული ჩვენზე მეტად ვერაფრით ვერ იქნება. რაც შეეხება მსაჯებს, თუ გავალთ ფინალში შინ ვითამაშებთ, პლიუს VAR სისტემა იმუშავებს, ასე რომ მსაჯებს "გადაცდომების" საშუალება ვერ ექნებათ.
ანესთეზეოლოგი
06 მარტი 2020 11:41
7
ჯერ ბელარუსს მოუგოთ, რაც არ იქნება ადვილი საქმე, დანარჩენზე მერე
შოთა
06 მარტი 2020 10:08
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული