ერთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ "პრესბალთან" ბელარუსის ნაკრების მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა ისაუბრა:
"წილისყრის შედეგებით არც აღფრთოვანებული ვარ და არც გულდაწყვეტილი. ნორმალური ჯგუფია. ამ ლიგაში ვისთან ვითამაშებთ, განსაკუთრებულ განსხვავებას ვერ ვხედავ.
საბერძნეთთან მოხვედრა საინტერესო იქნებოდა... შესაძლოა, საქართველოსთან ახალი შეხვედრა არ გვსურდა. სხვა ამიერკავკასიულ ქვეყნებთანაც - სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მათთან ყოველთვის რთულია თამაში, მეტადრე სტუმრად.
რაც შეეხება ჩვენს მომავალ მეტოქეებს, ალბანეთს ძლიერი გუნდი ჰყავს, მისი ფეხბურთელები ევროპის კარგ ჩემპიონატებში თამაშობენ. მათთან გაგვიჭირდება, უფრო გასვლაზე. თუმცა, ადვილი მატჩები სხვებთანაც არ გვექნება. ჩვენთვის ასეთი მცნება
- სუსტი მოწინააღმდეგე, არ არსებობს. ყაზახეთში ფეხბურთში სოლიდური ფული იდება, იქ ახლა აღმავლობაა, ქვეყნის ჩემპიონატის დონე მატულობს. მათი ნაკრები ანგარიშგასაწევია. ისევე როგორც ლიეტუვა".
საბერძნეთთან მოხვედრა საინტერესო იქნებოდა... შესაძლოა, საქართველოსთან ახალი შეხვედრა არ გვსურდა. სხვა ამიერკავკასიულ ქვეყნებთანაც - სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მათთან ყოველთვის რთულია თამაში, მეტადრე სტუმრად.
რაც შეეხება ჩვენს მომავალ მეტოქეებს, ალბანეთს ძლიერი გუნდი ჰყავს, მისი ფეხბურთელები ევროპის კარგ ჩემპიონატებში თამაშობენ. მათთან გაგვიჭირდება, უფრო გასვლაზე. თუმცა, ადვილი მატჩები სხვებთანაც არ გვექნება. ჩვენთვის ასეთი მცნება
26 მარტს, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევრფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს უმასპინძლებს.