ჩატარდება თუ არა უმაყურებლოდ საქართველო VS ბელარუსი - რას ამბობენ სფფ-ში

AutoSharing Option
26 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს უმასპინძლებს. კორონავირუსის გამო პრესაში გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, მატჩი გადაიდოს ან უმაყურებლოდ ჩატარდეს.

Sportall.ge უახლესი ინფორმაციის მისაღებად სფფ-ს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

ფეხბურთის ფედერაციაში გვითხრეს, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რაც აქამდე არასდროს ყოფილა და დამატებით დეტალებზე საუბარი რამდენიმე დღეში უფრო შესაძლებელი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გამო ძიუდოს გრან პრი თბილისში აღარ გაიმართება.

ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება
მიღებული ერთა ლიგის მატჩისთვის. 26 მარტს ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებაა...

მკითხველის კომენტარები / 31 /
იტალიაში, ესპანეთში მაყურებლის გარეშე ტარდება თამაშები და თქვენ რა წითელი კოჭები ხართ?!
ozeki
15:39 11-03-2020
5
ალბათ სწორი გადაწყვეტილება იქნება უმაყურებლოდ თამაში,
მთავარი რა თქმა უნდა ერთი სტადიონი ადამიანი და მერე მათი ოჯახები საფრთხის ქვეშ არ იქნება, შემდეგ კი ჩვენ ხომ ქომაგობა არ ვიცით და მაგრად გვიჭირს, ქომაგობა გამოგვდის მხოლოდ მაშინ როდესაც თავიდანვე დავწინაურდებით, ღმერთმა დაგვიფაროს და მეტოქე თუ დაწინაურდა თამაშის დასაწყისში მერე მთელი თამაში მხარდაჭერის ნაცვლად გინება ისმის და ბიჭებს დიდი წნეხის ქვეშ უწევთ ყოფნა, ხოდა იქნებ ცარიელი ტრიბუნების ქვეშ უფრო თამამად, წნეხის გარეშე და კონცენტრირებულად იბურთაონ.
როგორც არ უნდა იყოს, სტადიონზე თუ ტელევიზიით, მაგრად გქომაგობთ და გამარჯვებებს ველით, წარმატებები საქართველო!!!
გიორგი
12:45 11-03-2020
7

სიახლეები პოპულარული