ლევან კობიაშვილი უეფას: მაყურებლისთვის სტადიონის კარის დაკეტვა პრობლემის მოგვარების გზა არ არის

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოციალური ქსელის საშუალებით უეფას მიმართავს.

"მაშინ, როდესაც მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, მაყურებლის გარეშე საერთაშორისო მატჩების გამართვა გამოსავალი არ არის, რადგან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მგზავრობით საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება უწევთ.

თითოეულმა ფედერაციამ, უეფასთან ერთად, უნდა ვიზრუნოთ არა მხოლოდ გულშემატკივრის უსაფრთხოებაზე, არამედ ჩვენი ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე! ამ საკითხზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ.

მაყურებლისთვის სტადიონის კარის დაკეტვა პრობლემის მოგვარების გზა არ არის" - დაწერა ლევან კობიაშვილმა "ფეისბუქში".

უეფას: მაყურებლისთვის სტადიონის კარის დაკეტვა პრობლემის მოგვარების გზა არ არის" style="height: 50px; width: 50px;" />უეფას პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილს მისალოცი წერილი მისწერა: შთამბეჭდავია ის ენთუზიაზმი, რომლითაც ფეხბურთის განვითარებას უწყობთ ხელს


მკითხველის კომენტარები / 20 /
ეს კაცი გადამრევს,თავისი ჩემპიონატი შეაჩერა და იქით ასწავლის ჭკუას ვიღაცას
ბათუმის ფანი
11 მარტი 2020 15:36
13
და რანაირად ეწინააღმდეგება ეგ მოქმედება და ეს განცხადება ერთმანეთს ხომ ვერ მეტყვით? ამბობს სპორტსმენებსაც უნდა გავუფრთხილდეთო ანუ აშკარად გადადებას ითხოვს თამაშის, რა მიზეზითაც თვიზტონაც შეაჩერა ეროვნული ლიგა
გიო
11 მარტი 2020 16:48
2
რა განცხადებაა ეხლა ეს? რატო ლაპარაკობს ქარაგმებით?
forca
11 მარტი 2020 15:07
3
ჟურნალისტებო გთხოვთ მიაწვდინოთ ხმა ფედერაციას ცარიელ სტადიონზე ნუ ჩაატარებენ... უკიდურეს შემთხვევაში გადავადება თამაშის
soso
11 მარტი 2020 15:00
1
კობი ჯიგარიხარ!
ჯიმა
11 მარტი 2020 14:56
11
100%
kutaisi
11 მარტი 2020 14:56
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული