ლევან კობიაშვილი უეფას: მაყურებლისთვის სტადიონის კარის დაკეტვა პრობლემის მოგვარების გზა არ არის

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოციალური ქსელის საშუალებით უეფას მიმართავს.

"მაშინ, როდესაც მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, მაყურებლის გარეშე საერთაშორისო მატჩების გამართვა გამოსავალი არ არის, რადგან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მგზავრობით საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება უწევთ.

თითოეულმა ფედერაციამ, უეფასთან ერთად, უნდა ვიზრუნოთ არა მხოლოდ გულშემატკივრის უსაფრთხოებაზე, არამედ ჩვენი ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე! ამ საკითხზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ.

მაყურებლისთვის სტადიონის კარის დაკეტვა პრობლემის მოგვარების გზა არ არის" - დაწერა ლევან კობიაშვილმა "ფეისბუქში".

უეფას: მაყურებლისთვის სტადიონის კარის დაკეტვა პრობლემის მოგვარების გზა არ არის" style="height: 50px; width: 50px;" />უეფას პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილს მისალოცი წერილი მისწერა: შთამბეჭდავია ის ენთუზიაზმი, რომლითაც ფეხბურთის განვითარებას უწყობთ ხელს


მკითხველის კომენტარები / 20 /
ჟურნალისტებო გთხოვთ მიაწვდინოთ ხმა ფედერაციას ცარიელ სტადიონზე ნუ ჩაატარებენ... უკიდურეს შემთხვევაში გადავადება თამაშის
soso
11 მარტი 2020 15:00
1
მეგობრებო მემგონი ბევრი ვერ ჩაწვდა ფედერაციის(კობიაშვილის) მიმართვის აზრს. იქიდან გამომდინარე, რომ საქმე იქით მიყავს UEFA-ს, რომ ყველა მატჩი, მათ შორის ჩვენიც, უნდა რომ ჩაატაროს მაყურებლის გარეშე, ფედერაციის მხრიდან კი თხოვნა/მოთხოვნაა, რომ გადაიდოს თამაში, რადგან არ გვინდა გულშემატკივრებისგან დაცლილ სტადიონზე თამაში.
Bachuki
11 მარტი 2020 17:54
3
ერთ ერთი ჭკვიანური აზრია თამაშამდე რამოდენიმე საათით არე საათი ან საათნახევრით ადრე ან შეფასების შედეგად რა დროც დაჭირდება ჩატარდეს შემოწმება მაყურებლების რამოდენიმე შესასვლელი დაიკავონ და სამედიცინო პერსონალის ნებართვით დაუშვან მაყურებლები და ვისაც კი რაიმე ტემპერატურა დაუდასტურდება არ დაუშვან და აუნაზღაურონ თანხა
T.q
11 მარტი 2020 16:46
8
ვაი ვაი ვაი....!!!... ეგ რას უშველის???!!!! 13 დღე ტემპერაურა არ აქვს ვირუს მატარებელს და შეიძლება მე-14-ე დღეს გამოუვლინდეს..!!!!
არა მკითხე მოამბე
11 მარტი 2020 16:54
3
არა მკითხე მოამბე, მიტყეპე და მიაგდე.
გიორგი
12 მარტი 2020 07:21
0
ეს კაცი გადამრევს,თავისი ჩემპიონატი შეაჩერა და იქით ასწავლის ჭკუას ვიღაცას
ბათუმის ფანი
11 მარტი 2020 15:36
13
და რანაირად ეწინააღმდეგება ეგ მოქმედება და ეს განცხადება ერთმანეთს ხომ ვერ მეტყვით? ამბობს სპორტსმენებსაც უნდა გავუფრთხილდეთო ანუ აშკარად გადადებას ითხოვს თამაშის, რა მიზეზითაც თვიზტონაც შეაჩერა ეროვნული ლიგა
გიო
11 მარტი 2020 16:48
2
რა განცხადებაა ეხლა ეს? რატო ლაპარაკობს ქარაგმებით?
forca
11 მარტი 2020 15:07
3
კობი ჯიგარიხარ!
ჯიმა
11 მარტი 2020 14:56
11
ეს ხან მაგარი არაადეკვატურია! ჯერ იყო და ცხადაძეზე დიდი ხელფასი აქვსო გაუშვა და ხელფასზე დიდი კონპენსაცია მისცა ეხლაა და უეფას ეუბნება უმაყურებლოდ არ გვათამაშოო როცა შიდა ჩემპიონატი გააჩერა.
barsa
11 მარტი 2020 16:00
5
100%
kutaisi
11 მარტი 2020 14:56
9
ჩემპიონატიც და ბელარუსთან შეხვედრაც უნდა ჩატარდეს მაყურებლებით.
Kობის ჭკუაზე თუ ვივლით, მაშინ ყველა ქუჩაში სკაფანდრებით უნდა დავდიოდეტ,სხვა გამოსავალი არ არის და არც იქნება!
jango
11 მარტი 2020 16:23
16
ძალიან ცუდი,სასტიკი წინააღმდეგი ვარ ყველანაირი გადადების,რადგან "გადადებული საქმე ეშმაკისაააო" და ცუდად მთავრდება.არაა ჩვენი საშველი,..მაგრამ ეპიდემიის გავრცელებას ასე ჯობია, სამწუხაროა მაგრამ მართებული გადაწყვეტილებაა
gogia
11 მარტი 2020 15:38
11
გადადებულით მოვიგეთ რუსეთთან, თორემ იმ პირველი მატჩის მომგებები მაშინ არ იყვნენ ჩვენები, დასაწყისშივე ეტყობოდათ:)))
ანესთეზეოლოგი
11 მარტი 2020 16:00
1
ბელორუსებისკენ არ იქნება ეგ გადადებული საქმე იმ უხსენებლისკენ?თუ მარტო ჩვენზე მოქმედებს :)))
ვახო
11 მარტი 2020 15:55
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული