"კობიაშვილის ეს წერილი წყლის ნაყვაა" - სანდრო ცნობილაძე სფფ-ის პრეზიდენტის პოსტს ეხმაურება

AutoSharing Option
სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი სანდრო ცნობილაძე სოციალური ქსელის მეშვეობით ლევან კობიაშვილის უეფასადმი მიმართვას გამოეხმაურა.

როგორც იცით, სფფ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ "Twitter-ში" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება და გულშემატკივრისთვის კარის დაკეტვა გამოსავალი არ არის.

ცნობილაძე წერს, რომ კობიაშვილის ეს წერილი წყლის ნაყვაა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე სფფ-მ უნდა აიღოს.

"მივეჩვიოთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, მათ შორის, კრიტიკულ სიტუაციებში. ლევან კობიაშვილის მიმართვა უეფასადმი წყლის ნაყვაა. გასაგებია, რომ უმაყურებლოდ ჩატარებას გვირჩევნია თამაშის გადადება, მაგრამ უეფა არ იძლევა რეკომენდაციებს!!!
მით უმეტეს, არ "დააქანსელებს" (გააუქმებს - რედ. შენიშვნა) თამაშებს!!! სახელმწიფო სტრუქტურებს იმიტომ ვუხდით ფულს, რომ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები და არ უნდა ჰქონდეთ ისეთი რიტორიკა, როგორიც ჰქონდათ, მაგალითად, დოლარის გაუფასურებაზე, როდესაც ყველაფერი საგარეო შოკებს ბრალდებოდა. სახელმწიფოს ფულს იმიტომ ვუხდი, რომ საგარეო შოკებსაც გაუმკლავდეს და საშინაოსაც!!! სფფ კი ჩვენს რეალობაში სახელმწიფო სტრუქტურაა!!!" - წერს ცნობილაძე.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 28 /
ცოტა გვიან ვწერ პასუხს, მაგრამ მაინც... სანდრო, შენ ვის რას უხდი? ა! სხვი მაინტერესებს, მაგის პოზიცია როგორ შეიძლება საერთოდ შეფასების ღირსად ჩათვალო. სადმე მოიბოდიშა თავის შედევრის გამო. ტყუილი მაინც დაეწერა, მაღალი სიცხე მქონდაო! ფეხებზე კიდია სიმართლე და ვის რას ცილს სწამებს. ჯერ რეპორტაჟის დროს, პირს რომ დააღებს და "ააააააა" იძახის, ამას სანამდე უნდა ვუსმინოთ. ან სულ ინტერნეტში რომ ზის და რაღაც რაღაც ინფორმაციებს რომ გვაწვდის და თამაშს არ უყურებს და მერე უკვირს რატომ ჩაფსტვინა მსაჯმაო? მაგას რომ მიყავს კომენტარი, საერთოდ ვთიშავ ხმას. და ეხლა მოიფიქრა და კობიაშვილს და, ბარემ, მთავრობასაც მიადგა. რა არის ამაში გასაკვირი - რომელი ლეგიონერი შეძლებს თამაშს,ა? 2 კვირა კარანტინში რომ იქნება და მერე პირდაპირ მინდორზე გავა სათამაშოდ? აზროვნებაც არ შეუძლია მაგ უბედურს. ბოღმა აღრჩობს და სხვა არაფერი. თუ არ დაბეჭდავთ, არც მაგით გავბრაზდები, თქვენ მაინც ხომ წაიკითხავთ, ესეც კარგი იქნება. ვისაც არ მოეწონება ჩემი აზრები, გთხოვთ კონკრეტულად გამაკრიტიკეთ, სად ვცდები, სად ვითომ და ვიტყუები.
alexandre
10:28 16-03-2020
1
rato blokavt chem komentarebs, "tavisupalp mediav" ra marazmia es sad swavlobt eset "tavisupal azrovnebas"???
სანდრო
16:37 13-03-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული