"კობიაშვილის ეს წერილი წყლის ნაყვაა" - სანდრო ცნობილაძე სფფ-ის პრეზიდენტის პოსტს ეხმაურება

AutoSharing Option
სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი სანდრო ცნობილაძე სოციალური ქსელის მეშვეობით ლევან კობიაშვილის უეფასადმი მიმართვას გამოეხმაურა.

როგორც იცით, სფფ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ "Twitter-ში" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება და გულშემატკივრისთვის კარის დაკეტვა გამოსავალი არ არის.

ცნობილაძე წერს, რომ კობიაშვილის ეს წერილი წყლის ნაყვაა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე სფფ-მ უნდა აიღოს.

"მივეჩვიოთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, მათ შორის, კრიტიკულ სიტუაციებში. ლევან კობიაშვილის მიმართვა უეფასადმი წყლის ნაყვაა. გასაგებია, რომ უმაყურებლოდ ჩატარებას გვირჩევნია თამაშის გადადება, მაგრამ უეფა არ იძლევა რეკომენდაციებს!!!
მით უმეტეს, არ "დააქანსელებს" (გააუქმებს - რედ. შენიშვნა) თამაშებს!!! სახელმწიფო სტრუქტურებს იმიტომ ვუხდით ფულს, რომ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები და არ უნდა ჰქონდეთ ისეთი რიტორიკა, როგორიც ჰქონდათ, მაგალითად, დოლარის გაუფასურებაზე, როდესაც ყველაფერი საგარეო შოკებს ბრალდებოდა. სახელმწიფოს ფულს იმიტომ ვუხდი, რომ საგარეო შოკებსაც გაუმკლავდეს და საშინაოსაც!!! სფფ კი ჩვენს რეალობაში სახელმწიფო სტრუქტურაა!!!" - წერს ცნობილაძე.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 28 /
ცოტა გვიან ვწერ პასუხს, მაგრამ მაინც... სანდრო, შენ ვის რას უხდი? ა! სხვი მაინტერესებს, მაგის პოზიცია როგორ შეიძლება საერთოდ შეფასების ღირსად ჩათვალო. სადმე მოიბოდიშა თავის შედევრის გამო. ტყუილი მაინც დაეწერა, მაღალი სიცხე მქონდაო! ფეხებზე კიდია სიმართლე და ვის რას ცილს სწამებს. ჯერ რეპორტაჟის დროს, პირს რომ დააღებს და "ააააააა" იძახის, ამას სანამდე უნდა ვუსმინოთ. ან სულ ინტერნეტში რომ ზის და რაღაც რაღაც ინფორმაციებს რომ გვაწვდის და თამაშს არ უყურებს და მერე უკვირს რატომ ჩაფსტვინა მსაჯმაო? მაგას რომ მიყავს კომენტარი, საერთოდ ვთიშავ ხმას. და ეხლა მოიფიქრა და კობიაშვილს და, ბარემ, მთავრობასაც მიადგა. რა არის ამაში გასაკვირი - რომელი ლეგიონერი შეძლებს თამაშს,ა? 2 კვირა კარანტინში რომ იქნება და მერე პირდაპირ მინდორზე გავა სათამაშოდ? აზროვნებაც არ შეუძლია მაგ უბედურს. ბოღმა აღრჩობს და სხვა არაფერი. თუ არ დაბეჭდავთ, არც მაგით გავბრაზდები, თქვენ მაინც ხომ წაიკითხავთ, ესეც კარგი იქნება. ვისაც არ მოეწონება ჩემი აზრები, გთხოვთ კონკრეტულად გამაკრიტიკეთ, სად ვცდები, სად ვითომ და ვიტყუები.
alexandre
16 მარტი 2020 10:28
1
რომ დავწერე ბოდიალობს მეთქი, ბევრს არ მოეწონა. არა და ნაღდად ბოდიალობს.
mvx
17 მარტი 2020 21:19
0
rato blokavt chem komentarebs, "tavisupalp mediav" ra marazmia es sad swavlobt eset "tavisupal azrovnebas"???
სანდრო
13 მარტი 2020 16:37
0
ისე ჩვენში დარჩეს და რას ამბობს ცნობილაძე ამ პოსტში საკამათოს,თუ აზრის გამოთქმის უფლება ჩამოართვა ვინმემ, რა,უეფას გადასაწყვეტია მაყურებლის გარეშე ჩატარდება თუ არა თამაში?აიღოს და დაუშვას საქართველოს მთავრობამ მაყურებელი თამაშზე ოღონდ უზრუნველყოს უსაფრთხოება,/მართლაც პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ და ჩვენ გვაბოლებენ/ ხომ ამბობს ჯამრთელობის მინისტრი რომ პანდემია პირად კონტროლზე ყავს აყვანილი და უხდით გამყრელიზეს გაუთავებელ მადლობებს სამსახუროებლივი მოვალეობის შესრულებაში,რომელშიც იმდენ ხელფასს უხდით მას, მის შვილს და მათ აპარატს რომ ყველას ერთად ვინც ასე აღელვდით არ დაგესიზმრებათ,რაც შეეხება სფფ კარგად მუშაობას იქნებ მადლობა UEFA-სთვის გადაგეხადათ,ფორმატის შეცვლისთვის,თორემ შესარჩევში რომელ ადგილზე გავედით კი იცით,ლარი კი ცალკე თემაა,მაგრამ დარწმუნებული ვარ ისეთებიც მოიძებნებით ლარის დღემანდელ მდგომარეობას რომ გაამართლებთ და მთავრობას მადლობას გადაუხდით.
me
12 მარტი 2020 10:22
9
me და ვინ გინდა დააყენო მოედანზე. აშშ-დან ვერ ჩამოდიან. ევროპიდან ჩამოსულები საკარანტიონო რეჟიმზე უნდა დადგენ 15-20 დღე. ვინ უნდა ითამაშოს? გაანძრიეთ ცოტა თავი.
Jarji
16 მარტი 2020 12:49
0
რაებს ბოდიალობს ეს სანდრო ცნობილაძე. ამას თავი მარტო კომენტატორი კი არა, პოლიტიკოსიც ჰგონია. ეტყობა ისევ მთვრალია.
mvx
11 მარტი 2020 23:20
23
,,სანდრო" არა ,,ალექსანდერ", ფსევდონიმი აქვს. სანდრო რა, გოიმი მაცოლა ხომ არ არის.
sos
12 მარტი 2020 10:18
0
ქვეყნის უსაფრთხოებაზე ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს და არა უეფა. უეფას შეუძლია თამაშის დანიშვნა ან გაუქმება. მაყურებლის უსაფრთხოება არ არის უეფას საზრუნავი. ლოგიკური იქნებოდა კობიაშვილს ეს წერილი მიეწერა საქართველოს პრემიერმინისტრისათვის და არა უეფასთვის.
დათო30
11 მარტი 2020 22:41
6
უარესებისც უკნია ამას როგორ არ ცხვენია კიდე ხმას იგებს
vazha
11 მარტი 2020 22:40
5
ისე ამ შუა კორონა ციებ ცხელებაში რა ამის დროა, მაგრამ ეს დაქანსელება რა უბედურებაა? ძალით ვიმახინჯებთ ენას და მაინც და მაინც ვინმეს უნდა რომ ინგლისური სიტყვები იხმაროს ადგეს და სათქმელი მთლიანად ინგლისურად თქვას და არა ქართულის დამახინჯებიათ.
David
11 მარტი 2020 22:36
0
ეს ის ცნობილაძე არ არის პორტუგალიელმა ჭაბუკებმა გოლი რო გაგვიტანეს და 10 წუთზე მეტი რო უხაროდა ქართველები ვიგებთო? არადა პორტუგალიას 6 ფერადკანიანი ყავდა.ასე რო სანდრო ჭკუა იმას დაარიგე ვისაც შენი კომენტატორობის სწამს და ნუ პროფესორობ. ისე ღმერთმა 100 წელი გაცოცხლოთ შენ და ბიძინა ბარათაშვილი,მაგრამ არგენტინის ჩემპიონობას მაინც ვერ ეღირსებით
ზაზა
11 მარტი 2020 22:10
18
მოიცადონ 10 დღე. მერე გამოჩნდება ტენდენცია, ჯობია არიჩქარონ ნაადრევათ.
beqa
11 მარტი 2020 17:40
1
ბრძენივით ხარ შენ
wbc
11 მარტი 2020 17:35
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული