"არასწორი ინფორმაციაა" - სფფ საქართველო-ბელარუსის უმაყურებლოდ ჩატარებას უარყოფს

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 26 მარტს ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა საქართველოსა და ბელარუსს შორის კორონავირუსის გამო ცარიელ ტრიბუნაზე გაიმართება.

აღნიშნულ ცნობას სოციალური ქსელის მეშვეობით სფფ-ის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ოთარ გიორგაძე გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

"მეგობრებო, საქართველო-ბელარუსის თამაშთან დაკავშირებით, ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ამიტომ, არასწორ ინფორმაციას ნუ აჰყვებით", - წერს გიორგაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოფიციალურად გადაწყდა, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების სარაგბო დაპირისპირება უმაყურებლოდ ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ჩემი აზრით ჯობს გადაიდოს და წესიერად ნორმალურ ვითარებაში ჩატარდეს ტავის გულშემატკივრით.!!! ყველაზე კარგი იქნება
beqa
13:57 12-03-2020
3
ე, ბიჯო ან ისე გადაწყვიტეთ ან ასე რა!! ნუ დაგვაგლიჯეთ ნერვები....
buba
13:53 12-03-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული