უახლესი ამბავი: ცნობილი გახდა, როდის გადაწყდება საქართველო-ბელარუსის მატჩის ბედი

AutoSharing Option
უეფამ თავის ოფიციალურ საიტზე სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ორგანიზებულ მატჩებს შეეხება.

მოგეხსენებათ, კორონავირუსის გამო რამდენიმე მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო, ზოგი კი უმაყურებლოდ ჩატარდება.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო 26 მარტს გასამართი შეხვედრაა, სადაც საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" ერთა ლიგის 1/2-ფინალში ბელარუსს უნდა დაუპირისპირდეს.

უეფას განცხადებაში ნათქვამია, რომ 17 მარტს ვიდეოკონფერენცია გაიმართება, სადაც მონაწილეობას 55 წევრი ქვეყანა მიიღებს.

ამ კონფერენციაზე კი საფეხბურთო ტურნირების მატჩების ჩატარების საკითხს, მათ შორის, საქართველო-ბელარუსის დაპირისპირების თემასაც განიხილავენ და გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ
იქნება მიღებული.

შეგახსენებთ, რომ დღეს სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განცხადება გააკეთა, სადაც თქვა, რომ უეფას საქართველო-ბელარუსის მატჩის გადადება სთხოვეს.

alt"მატჩის 26 მარტს გამართვა წარმოუდგენელია" - დავით მუჯირი საქართველო - ბელარუსის შეხვედრაზე

მკითხველის კომენტარები / 8 /
ნეტავ ერთი რას ბოდიალობთ. მართლა მტრები ხართ? ბელორუსის ფეხების პრეზიდენტს სურს თქვას, აი რა მაგრები ვართო, ხოლო გოიმები, ცერცეტები და ჩვენში მაცხოვრებელი უგვანო პოლიტიკანები ქვეყანას შეცდომისკენ უბიძგებენ. მერე აყვირდებიან მაკო გომურობაზე, როდესაც ეს საწყალი გოგო გამოიყენეს. აი ესაა საზიზღრობა !
იამზე, ნელი, თედო, შოთა, არზევან და დანარჩენნი. ახალგაზრდული მეგობრული გუნდი, „სამშობლო განსაცდელშია“
13:06 13-03-2020
3
ძლივს მიხვედით ბიჭო მაქამდე რა გეპოლიტიკებათ? ბეკენბაუერი ხარ?
ddgfdf
03:18 13-03-2020
2

სიახლეები პოპულარული