ქართველი გულშემატკივრის ინიციატივა - "მიეცით ბილეთების ფული ვირუსთან მებრძოლ ადამიანებს"!

AutoSharing Option
სოციალური ქსელის მომხმარებელი ზურაბ მეძველია Facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს და ინიციატივით გამოდის:

"ორი 25-ლარიანი ბილეთი მაქვს ნაყიდი და დიდი ალბათობით, შედგება ეს მატჩი, ოღონდ უმაყურებლოდ. თუ ეს მართლა ასე მოხდა, ცხადია, ფეხბურთის ფედერაცია ვალდებულია დაგვიბრუნოს ბილეთებში გადახდილი თანხა...

ჰოდა, ასეთი რამ რომ გავაკეთოთ - უარი ვთქვათ ფულის დაბრუნებაზე, უბრალოდ სამახსოვროდ დავიტოვოთ ეს ბილეთები (შვილიშვილებს ვაჩვენებთ და მოვუყვებით ამ მატჩის და კორონას ამბავს), ხოლო რაც ფედერაციას ჩვენთვის უნდა მოეცა, რამე ანგარიში გაიხსნას იმ ხალხისთვის,
ექიმებისთვის, ექთნებისთვის, ამ დედანატირებ ვირუსთან მებრძოლი სხვა ადამიანებისთვის, ვისაც
ალბათ იმავე ხელფასზე ათმაგად მუშაობა უწევთ - და იქ ჩარიცხოს ეს თანხა. ცოტა არ იქნება - 55 ათასი ბილეთი იყო გაყიდული", - წერს მეძველია.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩზე გადაწყვეტილება 17 მარტს ვიდეოკონფერენციაზე იქნება მიღებული. შეგახსენებთ, რომ მატჩის ჩატარების თარიღი 26 მარტია.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ქართველი ერი ყოველთვის გამოირჩეიდა გაჭირვების ჟამს ერთად დგომით! ხოდა მოდით ვაჩვენოთ მსოფლიოს რომ ჩვენთვის ყველაფერი ერთი არ არის და ადამიანი უპირველესი ღირებულებაა დედამიწაზე.
მეც მაქვს ნაყიდი ბილეთები და თუ ეს თანხა მოხმარდება ექიმების წახალისებას მზად ვარ უარი ვთქვა კომპენსაციაზე. მოდით ყველა ესე მოვიქცეთ და ამაზე დიდი სიკეთე არაფერი იქნება.ამას რომ ნაკრების ფეხბურთელები გაიგებენ ისინიც დიდ მოტივაციას შეიზძენენ მომავალი თამაშისთვის.მჯერა ერთად დგომით დავამარცხებთ ვირუსსაც და ბელორისსაც.
უფალმა დალოცოს საქართველო და ქართველი ხალხი
ირაკლი
13 მარტი 2020 13:39
1
ისევ და ისევ მეგრელს თუ მოაფიქრდება
ქვეყნისთვის სასარგებლო აზრი
ბაჩი
13 მარტი 2020 16:42
3
Pულს ისედაც დავდებ თუ საჭIრო გახდა მარა ჩემი ბილეთი ჩემთან. მთელი ჩხოვრება ამ თამაშს ველოდები.
Jondo bondo
13 მარტი 2020 15:30
1
მორჩით რა ამ იდეინობას.ჩაატარეთ თამააში ან მააყურებლით ან გადადეთ
Buxrika
13 მარტი 2020 11:44
10
1 ჯერ არვის არფერი გადუწყვეტია და მე პირადად არ მსურს მაყურებლის გარეშე ამ თამშის ჩატრება ან დაუშვან 26 ხალხი ან გადწიონ თორე 26 რო დაუშვამ ხალხი მაინც მივა სტადიონთან და მეც მივალ და რამნიშვლობა აქვს უეფასთვის სტადიონზე გადმედება ვირუსი თუ სტადიონის კარებთან ? 2 ნუ ავრცლებთ ცრუ ინფრომაციას ვაიდა გულშმტკვირადი დაუშვანნ სტადიონზე და თქვენი გავრცლებული ინფმაციაზე დაყრდნობით არ მივიდეს ხალხი სტადიონზე და არ გაივსოს მერე სად მიდიხართ იდოტები ხო გამჩნდებით არა ? ცოტა გონს მოგეთ და გაავრცლეთ ისეთი ინფორმაცია რომლიც ოფცალურია და არა თქვენი ჭორობის დონეზეეე
გიორგი
14 მარტი 2020 01:41
1
Ar vetanxmebi damibrunet puli tu tamashss ver davescrebi dzalian sashinelebaa es kvrlaperi pexburti makureblis gareshe nolia da tu ase moxda da umakureblod chatarda daabrunet ukan pulebi sascrspod armainteresebs es azri daabrunet tu tamashssze ver daveswrebi daabrunet puli
Beqa
13 მარტი 2020 11:38
23
დაუბრუნეთ სასწრაფოდ! ეგეთი “ვაჟკაცური” განწყობით სტადიონზე შენ რა გესაქმება?!!
beqas
13 მარტი 2020 13:19
0
სამარცხვინო ხარ
buba
13 მარტი 2020 16:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული