საქართველო - ბელარუსი მარტში არ გაიმართება

AutoSharing Option
ფიფამ დაადგინა, რომ წესი, რომლის მიხედვით კლუბები ვალდებულნი არიან ფეხბურთელები ნაკრებებში გაუშვან, მარტსა და აპრილში არ იმოქმედებს.

ეს დაკავშირებულია მთელს მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან, რომლის გამო ტურნირთა უმეტესობა შეჩერებულია.

ფიფას ესმის, რომ არსებულ ვითარებაში მატჩების ჩატარებამ შეიძლება პოტენციური საფრთხე შეუქმნას არამარტო მოთამაშეთა და გულშემტკივართა ჯანმრთელობას, არამედ დიდი ალბათობით იმოქმედებს მატჩების შედეგებზე, ვინაიდან ზოგიერთი გუნდი სრული შემადგენლობით ვერ ითამაშებს.

იმისათვის, რათა თავი ავარიდოთ ჯანმრთელობის არასაჭირო რისკებსა და არასამართლიან შედეგებს, ფიფა გირჩევთ გადადოთ მარტსა და აპრილში დაგეგმილი ყველა საერთაშორისო შეხვედრა იქამდე, ვიდრე სიტუაცია
უსაფრთხო არ იქნება.

ფიფა ოდენ რეკომენდაციას იძლევა, მაგრამ ეს ფაქტიურად დირექტივაა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
სიტყვა "ოდენ" საოცარ პეწს ძენს ამ ინფორმაციას ..
ხოლო მე ასე დავწერდი: "" და სთქუა ფიფამან მჭმუნვარებითა დიდითა რჩევაი კეთილი ბოროტთა რისკთა ურიცხვთა ასარიდებლად და ესრეთ ჰრქუა ოდენ, ამისა მატჩისა გადადებაი ვითარემედ რეკონდაციაი კეთილი...".
იდალგო
20:25 17-03-2020
0
ზოგი რა მძლავრად ჭმუჭნის, ბავშვობა გაგახსენდება.
ჰაჰა
09:13 15-03-2020
0

სიახლეები პოპულარული