საქართველო - ბელარუსი მარტში არ გაიმართება

AutoSharing Option
ფიფამ დაადგინა, რომ წესი, რომლის მიხედვით კლუბები ვალდებულნი არიან ფეხბურთელები ნაკრებებში გაუშვან, მარტსა და აპრილში არ იმოქმედებს.

ეს დაკავშირებულია მთელს მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან, რომლის გამო ტურნირთა უმეტესობა შეჩერებულია.

ფიფას ესმის, რომ არსებულ ვითარებაში მატჩების ჩატარებამ შეიძლება პოტენციური საფრთხე შეუქმნას არამარტო მოთამაშეთა და გულშემტკივართა ჯანმრთელობას, არამედ დიდი ალბათობით იმოქმედებს მატჩების შედეგებზე, ვინაიდან ზოგიერთი გუნდი სრული შემადგენლობით ვერ ითამაშებს.

იმისათვის, რათა თავი ავარიდოთ ჯანმრთელობის არასაჭირო რისკებსა და არასამართლიან შედეგებს, ფიფა გირჩევთ გადადოთ მარტსა და აპრილში დაგეგმილი ყველა საერთაშორისო შეხვედრა იქამდე, ვიდრე სიტუაცია
უსაფრთხო არ იქნება.

ფიფა ოდენ რეკომენდაციას იძლევა, მაგრამ ეს ფაქტიურად დირექტივაა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
სიტყვა "ოდენ" საოცარ პეწს ძენს ამ ინფორმაციას ..
ხოლო მე ასე დავწერდი: "" და სთქუა ფიფამან მჭმუნვარებითა დიდითა რჩევაი კეთილი ბოროტთა რისკთა ურიცხვთა ასარიდებლად და ესრეთ ჰრქუა ოდენ, ამისა მატჩისა გადადებაი ვითარემედ რეკონდაციაი კეთილი...".
იდალგო
17 მარტი 2020 20:25
0
ზოგი რა მძლავრად ჭმუჭნის, ბავშვობა გაგახსენდება.
ჰაჰა
15 მარტი 2020 09:13
0
ვაშააა, გვეშველა მგონი!
qomagi
14 მარტი 2020 19:21
0
1-ს: ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ათჯერ ოცია,
მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია:
არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყოცია,
თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი გაგვიხოცია
გოჩა
14 მარტი 2020 16:04
13
კარგია რო გადაიდება.
Buxrika
14 მარტი 2020 13:47
2
რამდენი დებილია. თუ გადასადებია ჩამოიყვანონ ფეხბურთელები უკვე, გასინჯონ და დიდი შეკრება მოაწყონ. თუ ბელორუსი ჩამოიტანს ვირუსს? ისინიც შეამოწმონ.
ddgfdf
14 მარტი 2020 11:50
64
14 დრე უნდა ვირუსი რომ გამოვლინდესო და მანამდე ორივე ნაკრები რომ ჩამოვლენ კარანტინში ჰყავდეთ?!....
buba
14 მარტი 2020 13:07
1
კარგია რო გადაიდოს. სრული შემადგენლობით ვიქნებით ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც. მთავარია ჯამრთელობა და გადარჩეს მსოფლიო.
გოგა
14 მარტი 2020 09:37
2
ნეტავ შენ ქართულ წერაში გევარჯიშა რა...
არა მკითხე მოამბე
14 მარტი 2020 09:08
1
ოდენ!
1
14 მარტი 2020 11:29
2
Kundzulaobas jobia exla sheikribot nakrebis darchenili girseuli bichebi ;$$$ da shetamashdet cota gaasworebda )qartuli shriftis gamortva gaaqret zedmetia
Tyson
14 მარტი 2020 03:03
68
კომენტარიდან გამომდინარე დაავადებათა კონტროლის სამსახური რეკომენდაციას გაძლევთ სასწრაფოდ ჩააბაროთ ტესტი ვიუსზე და არა მხოლოდ მასზე.
პაატა იმნაძე
14 მარტი 2020 11:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული