ლევან კობიაშვილი: ან ვთამაშობთ მაყურებლით ან ეს თამაში არ უნდა ჩატარდეს

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმარი იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა.

" - ჩვენ პირველი გამოვაქვეყნეთ განცხადება. ჩვენი პოზიცია იყო ან ვთამაშობთ მაყურებლით ან ეს თამაში არ უნდა ჩატარდეს. მაყურებლის გარეშე ამ შეხვედრის ჩატარება იყო მიუღებელი.

კარგია როდესაც ვფიქრობთ გულშემატკივარზე, თუმცა ცუდია ის რომ არ ვფიქრობდით ფეხბურთელებზე. მათ უამრავი საათი უნდა იფრინონ, კილომეტრები უნდა გაიარონ და სხვადასხვა ქვეყნებიდან უნდა ჩამოსულიყვნენ, ეს აბსოლიტურად შეუძლებელი იყო.

ჩემთვის დღესაც წ
არმოუდგენელია, ამ მატჩის ჩატარება. არანაირი საფუძველი არ იყო იმისა, რომ ჩვენი ფეხბურთელები ამ მატჩისთვის მზად ყოფილიყვნენ.  თუ გადაწყდება, რომ ეს შეხვედრა მაინც ჩატარდეს, შევეცდებით ეს მატჩი მაყურებლით ჩატარდეს.

წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე მოთამაშე რომ გაცივდეს. ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდება იქ?

მივესალმები ინიციატივას, რომ ბილეთების ფული გადაირიცხოს კორონავირუსის დასახმარებლად. შეიძლება ეს სურვილი რამდენიმე ათასი ადამიანს ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რას ფიქრობს 50000 კაცი? ამის დაორგანიზება შეუძლებელია.

დაველოდოთ სამშაბათს და გავიგებთ როგორი იქნება მატჩის ბედი.

ბელარუსიიდან იყო რაღაც ზარები და დაინტერესებული იყვნენ არსებული ვითარებით.

სამშაბათს თბილისის დროით 16:00 საათზე უეფას პრესკონფერენცია დაიწყება და იქ გადაწყდება ყველაფერი. არ ვიცი იქნება თუ არა ამის პირდაპირი ტრანსლაცია.

ვირუსი საფრთხეს უქმნის ყველა დიდ კლუბს, მათ ძალიან დიდი ფინანსური პრობლემები შეექმნებათ. ფინანსურად გაუჭირდება უეფასაც. ვხედავთ ფინანსები ფეხბურთში საით წავიდა, ეს ამბები ამ ყველაფერს რაღაცნაირად დააბალანსებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამზადებს არხს, სადაც იქნება - ეროვნული ჩემპიონატის თამაშები, ასაკობრივი გუნდების დაპირისპირებები და სურვილი გვაქვს ლეგიონერების მატჩებიც ვაჩვენოთ" - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა



მკითხველის კომენტარები / 16 /
ისეთი დროა, რომ სპორტი მინიმუმ მეორეხარისხოვანი გახდა!!! არ უნდა ვიჩქაროთ!!! სიჩქარით მივიღებთ სავალალო შედეგს!!! უფლის წყალობით ყველაფერი გამოსორდება და შესაძებლობა მოგვეცემა ამ თამაშის ნორალურად და ღირსეულად ჩატარების!!! ყვლა ქართველ სპორტსმენს და მათ გულშემატკივარს გსურვებთ მყარ ჯანმრთელობას!!!
დათო
15 მარტი 2020 15:46
0
ჯანსაღი აზრი და სასარგებლო საქმე დასაფასებელია, გაიხარე ლევან!...
ანესთეზეოლოგი
15 მარტი 2020 15:31
5
წარმატებები კობი მაგარი კაცი ხარ და თან სიტყვა გიჭრის უეფაში რათქმაუნდა მხოლოდ მაყურებლით უნდა ჩატარდეს როცა არუნდა გაიმართოს.
თემური
15 მარტი 2020 15:26
11
ფეხბურთელები ბაზარი არა გზა რამე მაგრამ, ჩვენ ათობით წელია ველოდებით დზმაო ასეთ შანს და რა უმაყურებლოდ უბნის ფეხბურთი კი არ არი ეს. საქართველო ელოდება ამ თამაშებს. ან ერთად ვუტევთ ან საერთოდ გაუქმდეს. ევროპისთვის ვემზადებით ქართველებიიიიიიი
კლოპი
15 მარტი 2020 16:37
1
როგორც ჩანს უეფას არ აწყობს ამ თამაშის გადადება.
დდდ
15 მარტი 2020 15:28
2
ჯუნგლებს: ხუმრობას შნო უნდა და ნიჭი. ეს "ნუგზარაშვილი" არც ხუმრობაა, არც ირონია, არც ოხუნჯობა. რამეს რომ ამბობ ან წერ ადამიანი, მიზანი ხომ უნდა ჰქონდეს? მეტი გასართობი ვერაფერი ნახე?
გოჩა
15 მარტი 2020 20:22
0
კობი, რო არაა მამა აბრამის ბატკანი ეგ ვიცთ, მაგრამ რაც თქვა მართალი თქვა და კარგადაც.
გოგა
15 მარტი 2020 22:06
1
ქართველები ბევრ რამეს ველოდებოდით, მაგრამ... ესენიი მომგებები არ არიან... კობიაშვილი, ჩემი აზრით, ერთი ჩვეულებრივი არამზადა ავანტიურისტია... მოიშორა ცხადაძე, სრულიად გაუგებრად, მაშინ რატომ არ გაგვიხსენა გულშემატკივრები, მაგრამ არამზადა რისი არამზადაა არამზადა რომ არ იყოს.... ახლაც არ არის მზად კობიაშვილი, მას მაყურებელი უნდა ზეწოლისათვის, ეს საუკუნის აფიოირა ჩაუვარდება ამ გაუგებარ პარლამენტარსა და ფედერაციის პრეზიდენტს, ბელორუსები შაუგდებენ... მაყურებლითაც და უმაყურებლოდაც...მარტო მას არა, ყაველაშვილსაც (აბა ეგ არის იდიოტი), კალაძესაც და სხვებსაც...
kasano
15 მარტი 2020 18:55
37
როდესაც სპორტში რაიმეზე კომენტარს აკეთებ, აუცილებელია იყო ობიექტური. არაფერს ისე არ ამახინჯებს სუბიექტურობა, როგორც სპორტთან დაკავშირებულ საკითხებს. მართალი გითხრა ამ კომენტარიდან აზრი ნამდვილად ვერ გამოვიტანე. რას ლაპარაკობ, რა გინდა თქვა ვერ მივხვდი:)) ასეთი აბდაუბდა, პესიმისტური და უაღრესად ნეგატიური აზრების ფრქვევას საერთოდ ნუ დაწერ აჯობებს, რადგან საბრძოლველად და პოზიტიურად განწყობილ გულშემატკივარს ძაზლიან "გვიბანძებ" განწყობას.
ანესთეზეოლოგი
15 მარტი 2020 19:45
5
შენ ალბათ ნაცსექტიდან ხარ ავადმყოფო
მესი
16 მარტი 2020 04:00
1
გოგა ბითაძე და გელა ნუგზარაშვილი რატომ არ გამოიძახა ვაისმა?
ბელარუსი უნდა დავამხოთ 26-ში!.
რაგბი ხომ ჩვენი თამაშია.
FORZA ARMENIA!!
ჯუნგლები
15 მარტი 2020 20:15
30
ეეეჰ, რა ტყვილად ცდება ეხლა ჩემთან სოფელში კაი ორ როყიანი თოხი ბიჯოოო:))
ანესთეზეოლოგი
15 მარტი 2020 20:48
2
Ბურთი მაგრად მოხვედრია ამას თავში, რას ელოდებით? Რა უნდა ჩატარდეს? Რომც გასკდეს და მოინდომოს სფფ ის ბროლივით ფეხბურთელები რითი მოდიან საქართველოში? ცხენით? Ჩერხება ფრენები და საზღვრები იკეტება შენგენში.
Რეზო
15 მარტი 2020 17:16
23
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული