დავით მუჯირი: ბელარუსთან მატჩი, ალბათ, ივნისში ჩატარდება

AutoSharing Option
საქართველოსა და ბელარუსს შორის გასამართი ერთა ლიგის D დივიზიონის პლეი-ოფის მატჩი გადაიდო და ამაზე კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:

"დღევანდელი ვიდეოკონფერენციის მთავარი განსახილველი თემა ევრო 2020 გახლდათ. ამ ეტაპზე ყველაფერი დამოკიდებულია, თუ როგორ და როდის განახლდება ეროვნული ჩემპიონატები. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსთან ერთად ბევრ სხვა ქვეყანაში შიდა ჩემპიონატი შეჩერებულია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გაურკვეველია, თუ რომელი გუნდები იასპარეზებენ მომავალ სეზონში ევროტურნირებზე. ყველაფრის გათვალისწინებით, უეფამ დღეს წარმოადგინა სამოქმედო გეგმა, რომელიც დასამტკიცებლად აღმასკომს გადაეცემა.

დიდი ალბათობით, აღნიშნული პროექტი დამტკიცდება, რადგან არც ერთ
ასოციაციას საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამს. ევროპის ჩემპიონატი, დიდი ალბათობით, გადაიდება მომავალი წლისთვის და 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ასევე შეიცვლება ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩების დღეები. ცვლილება, რა თქმა უნდა, შეეხო ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებს, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი მოცემულობით, მარტში ბელარუსის წინააღმდეგ გასამართი მატჩი ივნისში ჩატარდება.

ყველა ეს ცვლილება გათვლილია იმაზე, რომ მსოფლიოში არსებული მდომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. არსებობს ჩემპიონატების განახლების რამდენიმე ვარიანტი. მოგეხსენებათ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გათამაშება აქვს დასასრულებელი. იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ჩემპიონატების განახლების კონკრეტული თარიღი უცნობია, არსებობს რამდენიმე ვარიანტი, როდესაც ევროპაში შიდა ჩემპიონატები განახლდება. განახლების თარიღზეა დამოკიდებული ევროტურნირების ფორმატიც. ამ მდგომარეობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამართვის თარიღად 27 ივნისი სახელდება.

მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში ჩვენთვის ყველაზე საინტრესო მატჩი ბელარუსის წინააღმდეგ ივნისის დასაწყისში გაიმართება. თუმცა მანამდე უნდა განახლდეს ის ჩემპიონატები, სადაც ჩვენი ლეგიონერები ასპარეზობენ და ქვეყნებს შორის გადაადგილება უნდა გახდეს უსაფრთხო. ამასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
ევროპის ჩემპიონატი 2021 წლამდე გადადეს და რა საჩქაროა 2 თვეშ, ჩატარდეს ეს პლეიოფები. მთავარია ამ კრიზისიდან გამოვიდეს საქართველო და მთელი მსოფლიო და ევროპის დაწყებამდე ნებისმიერ დროს ჩატარებენ. ეხლა კაშია ყაზაიშვილი ვერ მოდიოდნენ, ჩაკვე არაა ჩვეულ ფორმაში, მანამდე იქნებ ანანიძეც ათამაშდეს და ოქრიაშვილიც უკეთ. კაკაბაძე ხო ძალიან გვჭირდება კარგ ფორმაში. თან დათუნაშვილი და კვარაცხელია უკეთ მოიკიდებენ ფეხს რუბინში. ჩვენ გვაწყობდა ამ თამაშების გადადება
გოგა
11:36 18-03-2020
1
romandro
01:53 18-03-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული