საქართველო-ბელარუსი და ჩრდ. მაკედონია-კოსოვო 2 ივნისს გაიმართება - იტყობინება კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია

AutoSharing Option
უეფამ კორონავირუსის გამო ევროპის ჩემპიონატის მომავალ წელს გადატანის გადაწყვეტილება მიიღო და როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა, ერთა ლიგის D დივიზიონის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის, რომელიც 26 მარტს უნდა გამართულიყო, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში ჩატარდება.

როგორც იცით, D დივიზიონის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველო ბელარუსს, ხოლო ჩრდილოეთი მაკედონია კოსოვოს მასპინძლობს და კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია თავისი "ტვიტერით" შეხვედრების თარიღს აკონკრეტებს:

ნახევარფინალები - 2 ივნისს, ფინალი - 6 ივნისს.

კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია აგრეთვე იტყობინება, რომ მათი ახალგაზრდული ნაკრებისა და
"ჰანოვერის" თავდამსხმელ ვალდრინ მუსტაფას კორონავირუსი დაუდასტურდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
2 ივნისი კარგი დროა. მანამდე გელა ნუგზარაშვილი ფორმაში ჩადგება.
ჯუნგლები
10:21 19-03-2020
3
Tu kosovos fexburtis federacia ityobineba, chvenebma ar ician tu ra, ver gavige
Nukri
19:02 18-03-2020
0

სიახლეები პოპულარული