გთავაზობთ ქართველი ფეხბურთელის შესახებ 10 საინტერესო ფაქტს.
10. ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" აღზრდილია. ის 2003 წელს დააწინაურეს მთავარ გუნდში და 2005 წელს ვლადიკავკაზის "ალანიაში" გადავიდა.
9. საკლუბო დონეზე ჯაბა კანკავას 330 მატჩი აქვს გამართული: 15 გოლი გატანილი, 10 საგოლე გადაცემა, 91 ყვითელი ბარათი და 6 წითელი ბარათი აქვს მიღებული.
8. ყველაზე წარმატებული პერიოდი კარიერაში ჯაბა კანკავას "დნიპროში" ჰქონდა, რომლის წევრიც 2007 წელს გახდა და 2015 წელს დატოვა. იმის მიუხედავად, რომ კლუბს
7. საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2004 წელს ჰქონდა. მაშინ ჩვენმა ნაკრებმა ალბანეთი 2:0 დაამარცხა. ჯაბა კანკავა მატჩის 58-ე წუთზე მალხაზ ასათიანის ნაცვლად შევიდა.
6. ჯაბა კანკავას ნაკრებში 86 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 10 გოლი გატანილი. ასევე, თითქმის ყველა ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო. მას ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გერმანიის ნაკრების კარში აქვს გატანილი. მის ყუმბარისებურ დარტყმას ვერც გერმანიის მცველები დაუდგნენ და ვერც ნოიერი.
5. კანკავას ყველაზე მაღალი სატრანსფერო ფასი 2015 წელს ჰქონდა. მაშინ ეს თანხა 4 მილიონი ევრო იყო. ამავე წელს ის "რეიმსის" ფეხბურთელი გახდა. დღეს კანკავას სატრანსფერო ფასი 750 000 ევროა.
4. კარიერის დასაწყისში თბილისის "დინამოში", სადაც მწვრთნელად ახალი დანიშნული იყო გიორგი გეგუჩაძე, კანკავა კლუბთან ერთად საქართველოს თასის მფლობელი გახდა. ასევე წარმატებით იასპარეზა ევროტურნირებზე. პრაღის "სლავიას" წინააღმდეგ მის მიერ გატანილმა გოლმა "დინამოს" შემდეგი ეტაპის საგზური მოუტანა, რომლის გავლის შემდეგაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი უეფას რანგით მეორე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
3. როდესაც ჯაბას მის ყველაზე ნათელ მოგონებაზე ჰკითხეს, ასეთი პასუხი გასცა: "მან ჩემში ნამდვილი ფეხბურთელი აღზარდა. იმ ადამიანის დამსახურება, რომლის შესახებაც ახლა ვლაპარაკობ, ჩემთვის ფასდაუდებელია. რთულ ფინანსურ პირობებში ვიზრდებოდი და ეს ადამიანი ძალიან დამეხმარა. აბსოლუტურად ყველაფერში - მათ შორის, ფინანსურადაც. იყო დრო, როდესაც მის ბინაშიც კი ვცხოვრობდი. მაჭმევდა, ბუცებს ყიდულობდა და მავარჯიშებდა. ეს ადამიანი არასოდეს დამავიწყდება. მასთან ურთიერთობას არასოდეს შევწყვეტ და ყოველთვის დავეხმარები", - ჩაიწერეთ, ეს კაცი გურამ ჩომახიძეა.
2. საქართველო-გერმანიის მატჩის დროს ჯაბა კანკავასა და ბასტიან შვაინშტაიგერს შორის დაპირისპირება მოხდა. ამას ასე იხსენებს ნაკრების კაპიტანი: "გერმანელები საჯარიმოს დასარტყმელად ემზადებოდნენ და რომ არ "გამქცეოდა", შვაინშტაიგერს ხელით ვიჭერდი. ამაზე გაბრაზდა და ძალიან აგრესიულად იქცეოდა, ბოლოს კი თავითაც წამოვიდა ჩემკენ... თუმცა, ეს ფეხბურთია, სადაც ჩხუბი ბოლომდე არასდროს მიდის, მატჩის დასრულების შემდეგ "საქმის გარჩევა" კი მეტიჩრობად მიმაჩნია!"
1. 2014 წლის 30 მარტს, უკრაინის ჩემპიონატის შეხვედრაში "დნიპროსა" და კიევის "დინამოს" შორის, მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში მასპინძელთა მეკარემ კიეველთა კაპიტან ოლეგ გუსევს ტრავმა მიაყენა. სტუმართა ფეხბურთელმა გონება დაკარგა, თუმცა ახლოს მყოფმა ჯაბა კანკავამ გუსევს ენის "გადაყლაპვის" საშუალება არ მისცა და სიკვდილს გადაარჩინა.
შემთხვევიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ იმ კლინიკის მთავარი ექიმის კომენტარი გავრცელდა, სადაც დაშავებული გუსევი სტადიონიდან გადაიყვანეს. ექიმმა აღნიშნა, რომ კანკავას დახმარების გარეშე გუსევის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.