ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!

AutoSharing Option
დღეს, 8 აპრილს, ქართული ფეხბურთის და ზოგადად, ქართული სპორტის ლეგენდა ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა. Sportall.ge-ს რედაქცია ულოცავს ბატონ ალექსანდრეს და მის ოჯახს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. ჩივაძე არაერთი ქართველი ფეხბურთელის ინსპირაციაა.

ალექსანდრე იცავდა თბილისის "დინამოს" ღირსებას. ის არის: საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ორგზის საბჭოთა კავშირის თასის (1976,1979) და თასების მფლობელთა თასების გამარჯვებული (1981) და ასევე, სხვა უამრავი პირადი და ეროვნული ჯილდოს მფლობელია. 1980 წელს ჩივაძე გახდა საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელი.

ალექსანდრე საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი
საუკეთესო სპორტსმენია.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვულოცავ ბატონ საშას, ღმერთმა ჯანმრთელად და დიდხანს აცოცხლოს! მართლაც ფეხბურთის აკადებიკოსი, მსოფლიოს ყველა დროის გამორჩეული და უჭკვიანესი ცენტრალური მცველი! ავტორ, რუსთაველის ფრაზა: "გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი" - აქ რაღაც არ ჯდება, 2 აბზაცში რომ მოაქციე ბუმბერაზი ცენტრალური მცველის ბიოგრაფია, ცისარტყელა გურამიკო კი რამდენი საპირფარეშოს ქაღალდს აკენწლავს ან კიდევ პარკში გაისეირნებს, მთელ პოემებს უძღვნით
llcl
14:47 08-04-2020
1
ლეგენდებს შორისაც კი გამორჩეული!დიდებული პიროვნება და ფეხბურთის აკადემიკოსი!ჯანმრთელობას,ბედნირებასა და დიდ ხანს სიცოცხლეს გისურვებთ ბატონო საშა!ქართველი ერის საამაყო შვილო!
Alex.F
17:49 08-04-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული