საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების მატჩის ჩატარების თარიღი კვლავ გაურკვეველია

AutoSharing Option
უეფამ დღეს 55-ვე წევრი ასოციაციის მონაწილეობით ვიდეოკონფერენცია გამართა. კონფერენციაზე ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ფედერაციების წარმომადგენლებს სანაკრებო მატჩებისა და საკლუბო ჩემპიონატების კალენდრის ალტერნატიული ვარიანტები გააცნო.

სანაკრებო თამაშების შესახებ და შემოდგომაზე გასამართი რვა პლეი-ოფის შეხვედრის, მათ შორის, საქართველო-ბელარუსის მატჩის სავარაუდო გრაფიკის შესახებ გადაწყვეტილებას უეფა მოგვიანებით მიიღებს.

ასევე, უეფამ რეკომენდაცია მისცა ფედერაციებს ეროვნული ჩემპიონატების დასრულების თაობაზე. შეგახსენებთ, რომ გუნდები, რომლებიც საქართველოს ევროტურნირების 2020-21 წლების სეზონზე წარმოადგენენ, უკვე გამოვლენილნი არიან.

ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას უეფა ხუთშაბათს, აღმასკომის სხდომის შემდეგ მიიღებს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
წაგება რომ ჩაგვითვალონ?
გელა ნუგზარაშვილი
22 აპრილი 2020 18:14
1
5 _0 ს მოუგებდით როგორც 1994 ში უელს მოუგეთ ფინალში 2_1 კოსოვოს
varlami
22 აპრილი 2020 12:51
2
კაკულიას ვინ ხარ>
დამუსი
22 აპრილი 2020 17:01
0
საქართველო ბელარუსი ხო ჩატარდა მარტის ბოლოს და მოვიგეთ. რაღას გადადებაზე ბოდავენ ხომ არ აჟრიალებთ
მურმანი
21 აპრილი 2020 22:18
27
3: 1 იყო მეორე ტაიმში და მერე აღარ მიყურებია. მართლა როგორ დამთავრდა?
ჰმ!
22 აპრილი 2020 18:35
0
ჰო, 3:0 მოვიგეთ, პირველი გოლი სალომემ გაიტანა და მერე ლუკაშენკომ გააკეთა კალაძე... აჟრიალებთ რომელია....
მ.ტ.
22 აპრილი 2020 00:06
0
ყველა გამოხმაურება
სამწუხაროდ უპირატესობა საკუთარი მოედანი აღარც გვექნება. გულშემატკივრების გარეშე თითქმის თანაბარი შანსი იქნება. თუმცა მჯერა ჩვენი ბიჭები შანს არ გაუშვებენ.
G.LA
21 აპრილი 2020 21:56
0
თან ის პრობლემაცაა, რომ ავად თუ კარგად ბელარუსები თამაშობენ და ჩვენები რას შვრებიან? უსაქმოდ არიან, მოკლედ რა ღმერთმა არ ქნას ეს თამაში შემოდგომამდე დაინიშნოს.
hhh
21 აპრილი 2020 22:39
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული