ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში რჩება - ახალი კონტრაქტი გაფორმებულია

AutoSharing Option
ფოტო:gff.ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ვლადიმირ ვაისს შორის, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სლოვაკი სპეციალისტი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობას 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე აგრძელებს.

უცვლელი რჩება სლოვაკი სპეციალისტის სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობაც.

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 2016 წლის მარტიდან მუშაობს. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა 40 მატჩი ჩაატარა. სლოვაკ სპეციალისტთან ერთად საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშების დ ლიგის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის პლეიოფში იბრძვის.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის მარტში დაგეგმილი ევრო 2020-ის პლეიოფის მატჩები მსოფლიო პანდემიის გამო, ამ ეტაპისთვის მიმდინარე წლის შემოდგომისთვის გადაიდო.


მომზადებულია gff.ge-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 23 /
იქნებ ისიც დაგეწერათ რა დამსახურებების საფუძველზე გაუგრძელდა კონტრაქტი??
რამდენი პრინციპული მატჩი მოიგო საქართველოს ნაკრებმა მისი ხელმძღავნელობით??
ამხანაგურ თამაშებში დადებული შედეგი არ ნიშნავს არაფერს? ორი ციკლის მანძილზე გუნდმა ვერც ერთი პრინციპული შეხვედრა ვერ მოიგო ბოლოს წინა ადგილი ორივე ციკლში პირველ ციკლში საერთოდ თამაში ვერ მოვიგეთ და მეორეში 2 მოგება და ეგეც მხოლოდ გიბრალტართან და ახლა ერთა ლიგის ის ქვეჯგუფი იყოო ძალიან დაბალი დონე და იქ ნებისმიერი მწვრთნელი დადებდა შედეგს ამ შემადგენლობის საქართველოს ნაკრებით და ამ მწვრთნელს არ შეუძლია დამტკიცა უკვე რომ გუნდი ათამაშოს აგრესიულად შემტევ სტილში და მოიგოს პრინციპული შეხვედრები და ჩემი აზრით უნდა გაეშვათ და სასწრაფოდ მოეყვანად სხვა მწვრთნელი ამ პერიოდში შეიძლებოდა რამდენიმე კარგი მწვრთნელიდან ამორჩევა ვინც იცნობს ქართულ ფეხბურთს და ქართულ ნაკრებს.
Giorgi
23 მაისი 2020 22:24
10
წერტილი და მძიმე ისწავლე, რომ როგორმე გავიგოთ რას წერ.
Sandro
24 მაისი 2020 00:20
7
თფუი, თქვენი ... უთავმოყვარეო და ფეხბურთის არგაგების ფედერაცია. ყველაფერში იჩინა ქართულმა გენმა თავი - კალათბურთი, რაგბი, წყალბურთი, წიდაობა და ძიუდო ხომ ყოველთვის იყო, ზამთრის სახეობებში, ჰოკეიშიც გამოიჩინეს თავი. ამ ფეხბურთს არ დაადგა საშველი. თუ უცხოელი მწვრთნელი გინდათ, ცოტა მაღალი კვალიფიკაციისას ვერ ჩამოიყვანთ? ლამის ოცდაათი წელია გრძელდება ეს უნიჭოება, მომხვეჭელობა და სპორტის ამ სახეობის განადგურება საქართველოში. ტაში კუკური!
კოკო
23 მაისი 2020 19:18
31
ვითხოვთ ინტერვიუს ვაისთან რომელიმე საფეხბურთო გადაცემაში სპორტულ ჯურნალისტებთან ერთად ))
beqa
24 მაისი 2020 14:04
1
რა მნიშვნელობა აქვს მწვრთნელი ვინ იქნება, როცა ფეხბურთელები არ გყავს. ვაისი კი არა ხუთი გვარდიოლა ვერაფერს იზავს ამ კონტიგენტით.
ფეხბურთი
23 მაისი 2020 23:49
22
უცვლელი სამწვრთნელო შტაბიც დაგესახელებიათ. მე აზრზე არ ვარ. ევროპა კი კაია, მაგრამ შემოდგომაზე სომხებთან თუ წააგეს, მტრისას და ავისას. ფეხბურთისკენ გამხედავი კაცი აღარ დარჩება საქართველოში. ვაისი კი გაასწერებს, მაგრამ აქ დამრჩენების ბედზე ძალიან "განვიცდი".
ჰაჰა
23 მაისი 2020 17:38
13
ეს რა მითხარით, გავგიჟდი კაცი სიხარულისგან, აბა გავსულვართ ევროპაზე და ეგაა. ვაისი არა შვანცკი
War
25 მაისი 2020 01:05
1
არ ვიცი რატომ, მაგრამ გამეხარდა.
x.x
24 მაისი 2020 12:31
5
ურა და ვაშა!!!:)))
emigranti
24 მაისი 2020 03:29
3
დამნიშნეთ ნაკრების მენეჯერად და ნახეთ რა ნაკრებს შევქმნი.
ფეოლა
24 მაისი 2020 02:25
7
ვითომ გულშემატკივრებო დაოკდით...კარგია,მე მივესალმები.
ბაჩი
26 მაისი 2020 15:55
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული