ბელარუსი მწვრთნელი: ევრო 2020-ზე გასვლის ბრწყინვალე შანსები გვაქვს!

AutoSharing Option
ბელარუსის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ალეკსანდრ კულჩიმ, რომელიც ამჟამად მოსკოვის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელია, ინტერვიუ sportbox.ru-ს მისცა და მშობლიური ნაკრების ევრო 2020-ზე გასვლის შანსებზე ისაუბრა.

"ბელარუსის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ბრწყინვალე შანსი აქვს! მხოლოდ 2 მატჩის მოგებაღა დაგვრჩა. მოწინააღმდეგეები ჩვენი დონის გუნდებია, ჯერ საქართველო და შემდეგ კი მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებული.

ქართველებსა და მაკედონიელებს, მართალია, საზღვარგარეთის ჩემპიონატებში უფრო მეტი ფეხბურთელი ჰყავთ წარმოდგენილი, თუმცა ჩვენც გვყავს ბიჭები რუსეთის პრემიერლიგაში - მარტინოვიჩი, სივაკოვი.

ცხადია, ბელარუსი ფეხბურთელების უმრავლესობა შიდა ჩემპიონატში რომ თამაშობს, ჩვენს
წისქვილზე წყალს არ ასხამს, სულ სხვა სისწრაფეებია, როგორც ზოგადი სპორტული დონე.

ადრე უცხო ქვეყნებში გურენკო, გლები, კუტუზოვი თამაშობდნენ, თან ტოპ-ჩემპიონატებში - ესპანეთის, ინგლისის, იტალიის ლიგებში", - განაცხადა კულჩიმ.

მოგეხსენებათ, ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალური მატჩები გაურკვეველი ვადით გადაიდო. საქართველოს ნაკრებს ბელარუსებისთვის 26 მარტს უნდა ემასპინძლა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
იმიტომ გადაიდო ძმაო, რომ ხო იცი, მარტი ქალების თვეა და ტეხავს ფეხბურთის თამაში:))))))
0
ვნახე რუსულ სპორტულ არხებზე ბელორუსის ჩემპიონატის ფრაგმენტები და არ ველოდი, ისეთი კარგი მინდვრები და სტადიონები აქვთ და ნორმალურ ფეხბურთს თამაშობდნენ.
მინსკის დინამო საკავშირო ჩემპიონატების ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ძალა იყო და ბევრი ფეხბურთელი ხვდებოდა ნაკრებში, რაც მარტივი არ იყო. გლები გვახსოვს, ბატე გვახსოვს.
ძალიან, ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეს საქმეს ჩვენი ნაკრები, მარტივი თამაში არ გველოდება.
სანდრო
14:46 04-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული