ბელარუსი მწვრთნელი: ევრო 2020-ზე გასვლის ბრწყინვალე შანსები გვაქვს!

AutoSharing Option
ბელარუსის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ალეკსანდრ კულჩიმ, რომელიც ამჟამად მოსკოვის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელია, ინტერვიუ sportbox.ru-ს მისცა და მშობლიური ნაკრების ევრო 2020-ზე გასვლის შანსებზე ისაუბრა.

"ბელარუსის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ბრწყინვალე შანსი აქვს! მხოლოდ 2 მატჩის მოგებაღა დაგვრჩა. მოწინააღმდეგეები ჩვენი დონის გუნდებია, ჯერ საქართველო და შემდეგ კი მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებული.

ქართველებსა და მაკედონიელებს, მართალია, საზღვარგარეთის ჩემპიონატებში უფრო მეტი ფეხბურთელი ჰყავთ წარმოდგენილი, თუმცა ჩვენც გვყავს ბიჭები რუსეთის პრემიერლიგაში - მარტინოვიჩი, სივაკოვი.

ცხადია, ბელარუსი ფეხბურთელების უმრავლესობა შიდა ჩემპიონატში რომ თამაშობს, ჩვენს
წისქვილზე წყალს არ ასხამს, სულ სხვა სისწრაფეებია, როგორც ზოგადი სპორტული დონე.

ადრე უცხო ქვეყნებში გურენკო, გლები, კუტუზოვი თამაშობდნენ, თან ტოპ-ჩემპიონატებში - ესპანეთის, ინგლისის, იტალიის ლიგებში", - განაცხადა კულჩიმ.

მოგეხსენებათ, ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალური მატჩები გაურკვეველი ვადით გადაიდო. საქართველოს ნაკრებს ბელარუსებისთვის 26 მარტს უნდა ემასპინძლა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
იმიტომ გადაიდო ძმაო, რომ ხო იცი, მარტი ქალების თვეა და ტეხავს ფეხბურთის თამაში:))))))
gia
06 ივლისი 2020 15:36
0
ვნახე რუსულ სპორტულ არხებზე ბელორუსის ჩემპიონატის ფრაგმენტები და არ ველოდი, ისეთი კარგი მინდვრები და სტადიონები აქვთ და ნორმალურ ფეხბურთს თამაშობდნენ.
მინსკის დინამო საკავშირო ჩემპიონატების ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ძალა იყო და ბევრი ფეხბურთელი ხვდებოდა ნაკრებში, რაც მარტივი არ იყო. გლები გვახსოვს, ბატე გვახსოვს.
ძალიან, ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეს საქმეს ჩვენი ნაკრები, მარტივი თამაში არ გველოდება.
სანდრო
04 ივნისი 2020 14:46
0
საშოკ, რაჟფენნი პოლზატ, ლეტატ ნე სმოჟეტ. პაპაჩემიჩ ოცნეპამ მოკლა. სულ რო მკვდრები ვიყოთ, მაინც მოგიგებთ!!!
ტარტაროზი
04 ივნისი 2020 12:57
0
შანსი არ გვაქვსო,ამას ხომ ვერ იტყვის.რეალურად, დარჩენილი ოთხეულიდან, საუკეთესო სამეულშიც კი ვერ დავასახელებდი ბელორუსიის ნაკრებს,გაბედულად.მათ შანსებს ის უმატებს,რომ ფეხბურთელები სამშობლოში თამაშობენ და ნაკრებს ყველანაირად ხელს შეუწყობენ კალენდრის შედგენისას.ჩვენ, ეს პრივილეგია არა გვაქვს.თუმცა მეორე მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე თამაშების ნაკლები გამოცდილება,მათთვის უარყოფითი ფაქტორია.
სოსო
04 ივნისი 2020 11:51
0
26 მარტს რომ უნდა გვეთამაშა ეგ თამაში რატო გადაიდო?
04 ივნისი 2020 10:35
3
ჩვენ დაგისამარებთ მაგ იმედებს
irakli
04 ივნისი 2020 09:23
0
ჩვენც გვყავს ბიჭები რუსეთის პრემიერლიგაშიო და ის კი არ იცის, რომ მაგ კომპონენტშიც ვჯობნით. _ ჩვენ პრემიერლიგაშიც გვყავს უფრო მეტი და რუსეთის ნაკრებშიც კი გვყავს ერთი კაცი.
ტრენერი
04 ივნისი 2020 02:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული