ბელარუსის ნაკრების ნახევარმცველი: თუ ქართველების გვეშინია...

AutoSharing Option
2020 წლის ევროპირველობის პლეი-ოფის ნახევარფინალში "ჯვაროსნების" მეტოქის, ბელარუსის ნაკრების 25 წლის ნახევარმცველმა პაველ სავიცკიმ, რომელიც ბრესტის "დინამოს" ღირსებას იცავს, "პრესბოლისთვის" მიცემულ ინტერვიუში თავისი გუნდის შანსები შეაფასა.

- ახლანდელი პაუზა, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის თვალსაზრისით, პლუსია თუ მინუსი?
- სიმართლე გითხრათ, ვერც კი წარმომიდგენია. ყველაფერი პირობითია. ერთი მხრივ, ჩვენი ჩემპიონატი არ შეჩერებულა. ჩვენ ვვარჯიშობდით და ვთამაშობდით. სხვებზე უკეთ უნდა ვიყოთ მზად. მეორე მხრივ, შესაძლოა, ახლა, როდესაც ყველა პაუზის შემდეგ განაახლებს სეზონს, ჩვენ დაღლილობა დაგვეტყოს. ძალიან ბევრი გარემოებაა - ვერ გამოიცნობ.

- ნებისმიერ შემთხვევაში
ქართველების ძლევა შეგვიძლია?
- რა თქმა უნდა. ეს საკმაოზე მეტად რეალურია. თუ ქართველების გვეშინია, მაშინ საერთოდ რატომ გვაქვს ევროზე გასვლის იმედი?

მარტში ჩასატარებელი კონტინენტის პირველობის პლეი-ოფები კორონავირუსის გამო გადაიდო და ჯერ უცნობია, როდის გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს. 100% შეგვიძლია დავჯაბნოთ მეტოქეები ამ გზაზე, თუ ჩვენი აქილევსის ქუსლი არ მოვაშიშვლეთ და ტრიპაჩობა, დაუფასებლობა არ დაგვემართა მეტოქის როცა ერთი ორი კკმბინაცია ან ფინტი გამოვა. უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება და ამავდროულად ლაღი, შემტევი და გუნდური თამაში ვანახოთ, სადაც დაგვირგინების ფაზაში სცვადასხვა ფეხბურთელს ნება ექნება დართული ინდივიდუალურად, დრიბლინგით შევიდეს საჯარიმოში. ოქტომბრამდე მატჩებში ოქტიაშვილის და კვარაცხელიას იმედი მაქვს დიდი. ოქტომბერში მთელი ნაკრების. კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი, გვილია და იქნებ ხარაიშვილი და კიტეიშვილი ჩადგეს ფორმაში. და ბილოს, ჩაკვეს რაც ეხება - როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს, მჯერა ამ კაცის. სასწაულად ნიჭიერია და ნებისმიერ მომენტში შეუძლია თამაში გადაწყვიტოს, ამავდროულად გუნდზე ითამაშოს, ტემლი ცვალოს, დინამიკას გრძნობს სასწაულად და ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია. წარმატებები ბიჭებო
გადასარევი გიორგი
14:12 02-09-2020
0
კარგია რომ ძალიან იმედიანად ვართ! ზოგი ვაისს აგინებს,ზოგსაც ბელორუსების შიშის იმედი აქვს,მე მაგალითად ასე ვფიქრობ ,სტუმრები მათი დისცპლონის და ფიზიკური მომზადების ხარჯზე თუ მოგვიგებენ,ისე ყველა ლოგიკით ჩვენ უნდა მოვიგოთ .... მაგრამ გვაქვს მერე ეს დისციპლინა და ფიზ.მომზადება ? გოლი ხომ უნდა გაიტანო ერთი მაინც რომ მოიგო? და ვინ გაიტანა ? ჩანკვეტა მოიკოჭლებს ,ტრავმის მერე დაიკარგა ბიჭი,ქვილითა დაივიწყეთ საერთოდ დვალიშვილის დონისაა ....ოქრი კაცმა არ იცის როგორ ხასიათზე იქნება, ყაზეიშვილიც ხასიათის კაცია ....ლობჟანას და ხარაიშვილს კი შემქმნელი და კაი პარტნიორები სჭირდება გვერდით ! და თუ ეს ყველაფერი არ გვეყოლა და გვექნება წესით ჩვენ უნდა გვეშინოდეს......ვაისს რომ მოახდებით მ-80-ცე წუთამდე არ ცვლილებებს არ აკეთებსო ,რომელმაც ერთმა შეიტანა თამაშში კორექტირება ამ შეცვლების მერე ? ეს ძველი დინამოს მერე აღარ მომხდარა სამწუხაროდ ,იმიტომ რომ მაშინ ფეხბურთელები ასარჩევი გვყავდა დუბლების ყველა ტურიდან ერთი ან ორი ყოველთვის განაცხადში გვყავდა ,და ახლა სადაა მასე ერთი მეორეზე უარესი!
ემზარ დუისბურგი
09:49 07-06-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული