იქნება თუ არა გულშემატკივარი საქართველოსა და ბელარუსის მატჩზე?

AutoSharing Option
უეფამ დაადგინა, რომ 2020 წლის ევროპირველობის პლეი-ოფის ნახევარფინალი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის 8 ოქტომბერს თბილისში გაიმართება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის საუკეთესოს 12 ნოემბერს უმასპინძლებს. ახლა მთავარია, დართავენ თუ არა მატჩზე (იმედია, მატჩებზე) დასწრების უფლებას მაყურებელს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტზე კომენტარი მისმა გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:

"მოგეხსენებათ, ევრო 2020-ის პლეი-ოფის მატჩებთან ერთად მარტში ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის თამაშებიც გადაიდო. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეროვნულ ნაკრებს 8 მატჩის გამართვა მოუწევს. როგორც
დაგეგმილი იყო, ეროვნული ნაკრები ასპარეზობას 5 სექტემბერს ესტონეთთან გასვლითი მატჩით განაახლებს.

რაც შეეხება 26 მარტს ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას, დღევანდელი მონაცემებით, ეს მატჩი 8 ოქტომბერს გაიმართება. ამ მატჩის გარდა, ოქტომბერში ჩვენი ეროვნული ნაკრები კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს, სტუმრად სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების წინააღმდეგ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში ვიასპარეზებთ. ფინალური შეხვედრა 12 ნოემბრისთვისაა ჩანიშნული. ამის გარდა კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბერში ერთა ლიგის დასკვნით საშინაო მატჩებს გამართავს. რაც შეეხება მატჩებზე მაყურებლის დასწრებას, ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი ჯერ არ გვაქვს. ყველაფერი დამოკიდებულია უეფას რეკომენდაციებსა და ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ჩართულნი ამ პროცესში და ავიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას.

იმედი მაქვს, რომ შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად ქართველი გულშემატკივარი უკვე სექტემბერში შეძლებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრებას".

ერთა ლიგის გათამაშების კალენდარი:

5 სექტემბერი: ესტონეთი-საქართველო
8 სექტემბერი: საქართველო-ჩრდ. მაკედონია

11 ოქტომბერი: სომხეთი-საქართველო
14 ოქტომბერი: ჩრდ. მაკედონია-საქართველო

15 ნოემბერი: საქართველო-სომხეთი
18 ნოემბერი: საქართველო-ესტონეთი

მკითხველის კომენტარები / 13 /
უეფას რომ მაგ თამაშების ჩატარება უნდოდეს, ივლის-აგვისტოს არ გადააცდენდა... ოქტომბერ-ნოემბერში ფეხბურთისთვის არავის ეცლება, რადგან კამათი იმაზე იქნება, - მესამე ტალღაა, მეოთხე, თუ მეცხრე...
მ.ტ.
17:57 18-06-2020
4
მაინდამაინც სომეხეთის მატჩების წინ რატომ გვაქვს გადამწყვეტი თამაშები.
mdaa
14:35 18-06-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული