იქნება თუ არა გულშემატკივარი საქართველოსა და ბელარუსის მატჩზე?

AutoSharing Option
უეფამ დაადგინა, რომ 2020 წლის ევროპირველობის პლეი-ოფის ნახევარფინალი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის 8 ოქტომბერს თბილისში გაიმართება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის საუკეთესოს 12 ნოემბერს უმასპინძლებს. ახლა მთავარია, დართავენ თუ არა მატჩზე (იმედია, მატჩებზე) დასწრების უფლებას მაყურებელს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტზე კომენტარი მისმა გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:

"მოგეხსენებათ, ევრო 2020-ის პლეი-ოფის მატჩებთან ერთად მარტში ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის თამაშებიც გადაიდო. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეროვნულ ნაკრებს 8 მატჩის გამართვა მოუწევს. როგორც
დაგეგმილი იყო, ეროვნული ნაკრები ასპარეზობას 5 სექტემბერს ესტონეთთან გასვლითი მატჩით განაახლებს.

რაც შეეხება 26 მარტს ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას, დღევანდელი მონაცემებით, ეს მატჩი 8 ოქტომბერს გაიმართება. ამ მატჩის გარდა, ოქტომბერში ჩვენი ეროვნული ნაკრები კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს, სტუმრად სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების წინააღმდეგ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში ვიასპარეზებთ. ფინალური შეხვედრა 12 ნოემბრისთვისაა ჩანიშნული. ამის გარდა კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბერში ერთა ლიგის დასკვნით საშინაო მატჩებს გამართავს. რაც შეეხება მატჩებზე მაყურებლის დასწრებას, ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი ჯერ არ გვაქვს. ყველაფერი დამოკიდებულია უეფას რეკომენდაციებსა და ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ჩართულნი ამ პროცესში და ავიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას.

იმედი მაქვს, რომ შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად ქართველი გულშემატკივარი უკვე სექტემბერში შეძლებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრებას".

ერთა ლიგის გათამაშების კალენდარი:

5 სექტემბერი: ესტონეთი-საქართველო
8 სექტემბერი: საქართველო-ჩრდ. მაკედონია

11 ოქტომბერი: სომხეთი-საქართველო
14 ოქტომბერი: ჩრდ. მაკედონია-საქართველო

15 ნოემბერი: საქართველო-სომხეთი
18 ნოემბერი: საქართველო-ესტონეთი

მკითხველის კომენტარები / 13 /
უეფას რომ მაგ თამაშების ჩატარება უნდოდეს, ივლის-აგვისტოს არ გადააცდენდა... ოქტომბერ-ნოემბერში ფეხბურთისთვის არავის ეცლება, რადგან კამათი იმაზე იქნება, - მესამე ტალღაა, მეოთხე, თუ მეცხრე...
მ.ტ.
18 ივნისი 2020 17:57
4
მაინდამაინც სომეხეთის მატჩების წინ რატომ გვაქვს გადამწყვეტი თამაშები.
mdaa
18 ივნისი 2020 14:35
1
მესამე დღეს თამაში რო იყო წელიწადში ერთხელ სუ დაღლილები იყვნენ და ახლა ამდები თამაში მესამე დღეს ძაან გაუჭირდებათ
შოკირებული გულშემატკივარი
18 ივნისი 2020 12:48
0
ძალიან კარგი კალენდარია! ბელარუსიამდე კარგი გახურებაა, მთავარია ჩაკვემ ტრამვა არ აიკიდოს და ფორმა კიდევ უფრო აკრიფოს..

პ.ს. ჩრდ. მაკედონია კოსოვოს ვერ გაცდება, კოსოვო იქნება დიდი ალბათობით ფინალში.
ავთო
18 ივნისი 2020 11:30
1
საშინელი კალენდარია (
beqa
18 ივნისი 2020 11:11
2
წესით საქართველომ ეს ჯგუფიც უნდა მოიგოს
გენა
18 ივნისი 2020 10:40
0
ერთი იმაში გაგვიმართლა, რომ ბელარუსთან მატჩამდე, კარგი სპარინგები გამოგვივა სექტემბერში.
შოთა
18 ივნისი 2020 09:50
1
მართალი ხარ, არა და ისე მიდიოდა საქმე მარტში, ბელარუსთან თამაშამდე, ამხანაგურის თამაშს ვერ ვახერხებდით და დიდი ხნის შეუთამაშებლობის პრობლემა იქნებოდა.
123
18 ივნისი 2020 10:14
1
საერთო სცენარი, რაც ახლა დაიწერა და რაც მოჰყვა მარტში თამაშ(ებ)ის გადადებას, აშკარად არახელსაყრელია კალენდრის გადატვირთულობის გამო. თანაც არ მომწონს ის, რომ მაკედონიასთან შესაძლოა 3-ჯერ მოგვიწიოს თამაში, ანუ მანდ წავა პირველ 2 მატჩში კარტების დამალვა და შესაძლო ბოლო (გადამწყვეტ) შეხვედრაზე აქცენტის კეთება. ერთადერთი დადებითი ისაა, რომ იმ ორ გადამწყვეტ მატჩს ოქტომბერშიც და (ალბათ) ნოემბერშიც სხვა, ანუ მომდევნო თამაშებამდე ვატარებთ
სიმართლე
18 ივნისი 2020 01:49
1
რა პონტია
პუმა
18 ივნისი 2020 00:26
3
კამპოტია
ნაიკი
18 ივნისი 2020 01:34
3
მაყურებელი აუვცილებლად უნდა იყოს უკვე ოქტომბერში. 7 დღეში 3 თამაშის ჩატარება, თან ასეთი პრინვიპული თამაშის შემდეგ 2 გასვლითი თამაშის ჩატარება. საკმაოდ ცუდი კალენდარი გვაქვს.
G.LA
17 ივნისი 2020 23:22
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული