როდის და რომელ ქალაქებში ითამაშებს საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ზე გასვლის შემთხვევაში

AutoSharing Option
უეფამ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე 2021 წელს გასამართი ევრო 2020-ის სრული კალენდარი გამოავლინა და დაასახელა ქალაქები და თარიღები, სადაც ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართება.

თუ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავა, მოხვდება "F" ან "C" ჯგუფში.

"C" ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში ჩვენს ეროვნულ გუნდს ორი მატჩის (13 ივნისს ავსტრიასთან და 17 ივნისს უკრაინასთან) ჩატარება რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მოუწევს, ერთისა (21 ივნისს ნიდერლანდების წინააღმდეგ) კი ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში.

თუ ჩვენი გუნდი "F" ქვეჯგუფში მოხვდა, 2 მატჩს (15 ივნისს პორტუგალიასთან და 19 ივნისს საფრანგეთთან) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში
ჩავატარებთ, 1 მატჩს (23 ივნისს გერმანიის წინააღმდეგ) კი მიუნხენში გავმართავთ.



მკითხველის კომენტარები / 11 /
წესით უნდა გავიდეთ, აბათ დაცვა ჩაგვიდგება ფორმაში, რადგან კოსოვოსთან გაგვიჭირდება და ც ჯგუფიდან გასვლის შანსი რეალურია, რადგან, ავსტრიასთანაც შეიძლება და უკრაინასტანაც ნა რავნი თამაში და გ ჯგუფში, რომ უშანსოდ ვართ იასნია
ვასო
16:36 08-07-2020
0
რა დროს ეს ქალაქებია.კალენდარს შეხედეთ,კიი კარგია რომ ბელარუსთან მატჩამდე ორი თამაში გვექნება,მარა ოქტომბერში ბელარუსიის მერე სომხეთში და მაკედონიაში გვაქვს გასვლები,ამ ორ თამაშში რის იმედი უნდა გვქონდეს,ბელარუსთან შედეგის მიუხედავად.ჩემი აზრით მაქსიმუმ ერთი ქულის.ნოემბერში,რომ მოვიგოთ ბელარუსთან,კოსოვო-მაკედონიასთან გვექნება თამაში,მერე კიდე ორი თამაში გვაქვს 6 დღეში,იმ ორ თამაშს ვინმე ითამაშებს კოსოვო-მაკედონიასთან შედეგების მიუხედავად?მოკლედ ეს ერთა ლიგის ჯგუფი ჩვენთვის სრული ფორმალობაა,ამხანაგურის სტატუსი აქვს.არვიცი ძალიან რთული შემოდგომა ელის ნაკრებს,ასეთი რთული და დატვირთული კალენდარი არსებობის ისტორიაში არ ჰქონია საქართველოს.იმედია წარმატებით გავართმევთ თავს,აქ მთავარი უკვე მწვრთნელია,მან უნდა დაგეგმოს და გადაანაწილოს სწორად ძალები,როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად,მითუმეტეს ქართული ფსიქოლოგია.ევროზე თუ გავალთ ასეთი დაევირთული და დაძაბული კალენდრის პირობებში ვაისი ნამდვილი გმირი იქნება.როგორც წესი ქართულ რეალობაში და ქართული ფსიქოლოგიით ასეთ დროს ძალიან მცირე შანსი გვაქვს სამწუხაროდ.იმედია შევხვდებით ამსტერდამში ნიდერლანდებს...
master
21:36 18-06-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული