როდის და რომელ ქალაქებში ითამაშებს საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ზე გასვლის შემთხვევაში

AutoSharing Option
უეფამ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე 2021 წელს გასამართი ევრო 2020-ის სრული კალენდარი გამოავლინა და დაასახელა ქალაქები და თარიღები, სადაც ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართება.

თუ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავა, მოხვდება "F" ან "C" ჯგუფში.

"C" ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში ჩვენს ეროვნულ გუნდს ორი მატჩის (13 ივნისს ავსტრიასთან და 17 ივნისს უკრაინასთან) ჩატარება რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მოუწევს, ერთისა (21 ივნისს ნიდერლანდების წინააღმდეგ) კი ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში.

თუ ჩვენი გუნდი "F" ქვეჯგუფში მოხვდა, 2 მატჩს (15 ივნისს პორტუგალიასთან და 19 ივნისს საფრანგეთთან) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში
ჩავატარებთ, 1 მატჩს (23 ივნისს გერმანიის წინააღმდეგ) კი მიუნხენში გავმართავთ.



მკითხველის კომენტარები / 11 /
წესით უნდა გავიდეთ, აბათ დაცვა ჩაგვიდგება ფორმაში, რადგან კოსოვოსთან გაგვიჭირდება და ც ჯგუფიდან გასვლის შანსი რეალურია, რადგან, ავსტრიასთანაც შეიძლება და უკრაინასტანაც ნა რავნი თამაში და გ ჯგუფში, რომ უშანსოდ ვართ იასნია
ვასო
08 ივლისი 2020 16:36
0
რა დროს ეს ქალაქებია.კალენდარს შეხედეთ,კიი კარგია რომ ბელარუსთან მატჩამდე ორი თამაში გვექნება,მარა ოქტომბერში ბელარუსიის მერე სომხეთში და მაკედონიაში გვაქვს გასვლები,ამ ორ თამაშში რის იმედი უნდა გვქონდეს,ბელარუსთან შედეგის მიუხედავად.ჩემი აზრით მაქსიმუმ ერთი ქულის.ნოემბერში,რომ მოვიგოთ ბელარუსთან,კოსოვო-მაკედონიასთან გვექნება თამაში,მერე კიდე ორი თამაში გვაქვს 6 დღეში,იმ ორ თამაშს ვინმე ითამაშებს კოსოვო-მაკედონიასთან შედეგების მიუხედავად?მოკლედ ეს ერთა ლიგის ჯგუფი ჩვენთვის სრული ფორმალობაა,ამხანაგურის სტატუსი აქვს.არვიცი ძალიან რთული შემოდგომა ელის ნაკრებს,ასეთი რთული და დატვირთული კალენდარი არსებობის ისტორიაში არ ჰქონია საქართველოს.იმედია წარმატებით გავართმევთ თავს,აქ მთავარი უკვე მწვრთნელია,მან უნდა დაგეგმოს და გადაანაწილოს სწორად ძალები,როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად,მითუმეტეს ქართული ფსიქოლოგია.ევროზე თუ გავალთ ასეთი დაევირთული და დაძაბული კალენდრის პირობებში ვაისი ნამდვილი გმირი იქნება.როგორც წესი ქართულ რეალობაში და ქართული ფსიქოლოგიით ასეთ დროს ძალიან მცირე შანსი გვაქვს სამწუხაროდ.იმედია შევხვდებით ამსტერდამში ნიდერლანდებს...
master
18 ივნისი 2020 21:36
6
ჯერ იქ გასვლაა საჭირო შემდეგ ჩატარდება თუ არა ეგეც დაზუსტებით ახლა ვერავი იტყვის. ისე კი მე პირადად უფრო ძლიერ F ჯგუფში მინდა მოვხვდეთ. ამ ჯგუფში დიდ გამოცდილებას მივიღებთ და არც რამე ზეწოლა იქნება ჩვენგან, რომ ჯგუფიდან გასვლა მოვთხოვოთ. ბიჭები ითამაშებენ თავისუფლად გამოკვეთილ აუტსაიდერად და რამე სიურპრიზი ასე უფრო მოსალოდნელია. მე ჯგუფიდან გასვლას არ ვგულისხმობ, ეს ყველა ჩგუფში უტოპიაა ჩვენთვის ჯერ ჯერობით. იქ მოხვედრა კი რეალობა.
G.LA
18 ივნისი 2020 21:32
1
თუ გავედით ც ჯგუფი ჯობია რათქმაუნდა, მესამე ადგილიდან მაინც გვექნება ჯგუფიდან გასვლის შანცი. აი შემოდგომაზე,რო ზედიზედ ბევრი თამაში გვიწევს კარგია, გადაბმულად უკეთ თამაშობს ხოლმე ჩვენი ნაკრები და 12 ნოემბერს თუ მოვიგეთ,ხო სულ იფრენენ ბიჭები. მე იმედიანად ვარ განწყობილი
გოგა
18 ივნისი 2020 21:18
0
ჩვენი პროგრამა მინიმუმიც და მაქსიმუმის იქ გასვლაა,ხოლო შემდეგ რაც შეიძლება ღირსეული გამოსვლა
sake
18 ივნისი 2020 17:42
0
საიდან მოიტანეთ,რომ ან ც ან ფ ჯგუფი? შარშან ხო იყო კენჭისყრა? ხომ მოვხვდით ც ჯგუფში? რამე შეიცვალა?
Qomagi
18 ივნისი 2020 14:11
13
არაფერი არ შეცვლილა. როგორც ჩანს შარშან ან არასანდო წყაროდან წაიკითხე ანაც კარგად არ წაიკითხე ცნობა. ეგ შარშანაც მასე იყო
1
18 ივნისი 2020 17:53
0
გადაწყვეტილია არაა ჯერ, ზუსტად არ მახსოვს, მარა ეგ რომელ ჯგუფში ვიქნებით მგონი რუმინეთის გასვლა არ გასვლაზეა დამოკიდებული.
hhh
18 ივნისი 2020 15:27
0
F ჯგუფში მოხვედრას მგონი სულ არ მოვხვდეთ იქ ჯობია :(
sormona
18 ივნისი 2020 13:28
13
მე-2 ვარიანტი ჯობია. გასულები ვართ.)))
ჰაჰა
18 ივნისი 2020 13:26
1
მესამე დღეს თამაში რო იყო წელიწადში ერთხელ სუ დაღლილები იყვნენ და ახლა ამდები თამაში მესამე დღეს ძაან გაუჭირდებათ
შოკირებული გულშემატკივარი
18 ივნისი 2020 13:23
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული