ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებ გუნდებს შორის, დიდი ალბათობით, ცარიელი ტრიბუნების თვალწინ გაიმართება.
ეს უეფას მთავარი ექიმის, ტიმ მეიერის განცხადების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ. მან ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს რეკომენდაცია მისცა, რომ შემოდგომაზე გასამართი პლეი-ოფის შეხვედრები მაყურებლის გარეშე ჩატარდეს.
აი, რას ამბობს ცნობილი გერმანელი ექიმი, მის კომენტარს კი edinburghlive.co.uk აქვეყნებს:
"ევროპის ლიგა და ჩემპიონთა ლიგა შედარებით ადვილი დასაორგანიზებელი და ჩასატარებელი იქნება, რადგან აგვისტოში ამ ტურნირების გადამწყვეტი მატჩები ერთ ქვეყანაში გაიმართება, მაგრამ როდესაც უეფას წევრი 55 ნაკრები შემოდგომაზე საერთაშორისო
მატჩების გამართვას დაიწყებს, სხვა სირთულეები გაჩნდება.
მაგალითად, ეროვნული კანონმდებლობა და ლაბორატორიების არსებობა ამ ქვეყნებში. ამის გადაწყვეტა უეფას დონეზე ძალიან რთული იქნება.
უეფას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ამ ტურნირებზე, მაგრამ ახლანდელი მონაცემებით, დიდი ალბათობით, უმაყურებლოდ ჩატარდება.
იმ ქვეყნებში, სადაც მაყურებლები სტადიონზე დაბრუნდნენ, ეს არის ეროვნული ჩემპიონატები, უეფას შეჯიბრებები, უეფას რეგულაციებზე არის დაფუძნებული", - ამბობს ექიმი მეიერი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 8 ოქტომბერს ბელარუსს უნდა უმასპინძლოს, გამარჯვების შემთხვევაში კი 12 ნოემბერს მაკედონიასა და კოსოვოს შორის უკეთესს ასევე თბილისში დაუპირისპირდეს.
ცენტრში კანკავა, გვილია და კიტეიშვილი შეჭამენ მაგათ. დაცვაში გრიგალავა, ტაბიძე მაგარ ფორმაში არიან. ფლანგებზე ჩაკვე, კვარაცხელია, ოქრი, დავითაშვილი, ყაზაიშვილი არჩევანი დიდია. ასევე საბა ლობჟანიძეც ვარიანტია. წინ ქვილითაიას უთამაშებელსაც ეყოფა მაგათი კლასი რომ შეუგდოს ან გააწვალოს დაცვა.
აი მაგათ შემდეგ იქნება ცოტა რთული, კოსოვო ან მაკედონია მაგრამ იქაც მაქვს იმედი ბიჭების ბრძოლის.