უეფას ექიმი ამბობს "არას"! - საქართველო-ბელარუსის მატჩი, დიდი ალბათობით, ცარიელი ტრიბუნების თვალწინ გაიმარება

AutoSharing Option
ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებ გუნდებს შორის, დიდი ალბათობით, ცარიელი ტრიბუნების თვალწინ გაიმართება.

ეს უეფას მთავარი ექიმის, ტიმ მეიერის განცხადების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ. მან ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს რეკომენდაცია მისცა, რომ შემოდგომაზე გასამართი პლეი-ოფის შეხვედრები მაყურებლის გარეშე ჩატარდეს.

აი, რას ამბობს ცნობილი გერმანელი ექიმი, მის კომენტარს კი edinburghlive.co.uk აქვეყნებს:

"ევროპის ლიგა და ჩემპიონთა ლიგა შედარებით ადვილი დასაორგანიზებელი და ჩასატარებელი იქნება, რადგან აგვისტოში ამ ტურნირების გადამწყვეტი მატჩები ერთ ქვეყანაში გაიმართება, მაგრამ როდესაც უეფას წევრი 55 ნაკრები შემოდგომაზე საერთაშორისო
მატჩების გამართვას დაიწყებს, სხვა სირთულეები გაჩნდება.

მაგალითად, ეროვნული კანონმდებლობა და ლაბორატორიების არსებობა ამ ქვეყნებში. ამის გადაწყვეტა უეფას დონეზე ძალიან რთული იქნება.

უეფას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ამ ტურნირებზე, მაგრამ ახლანდელი მონაცემებით, დიდი ალბათობით, უმაყურებლოდ ჩატარდება.

იმ ქვეყნებში, სადაც მაყურებლები სტადიონზე დაბრუნდნენ, ეს არის ეროვნული ჩემპიონატები, უეფას შეჯიბრებები, უეფას რეგულაციებზე არის დაფუძნებული", - ამბობს ექიმი მეიერი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 8 ოქტომბერს ბელარუსს უნდა უმასპინძლოს, გამარჯვების შემთხვევაში კი 12 ნოემბერს მაკედონიასა და კოსოვოს შორის უკეთესს ასევე თბილისში დაუპირისპირდეს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
მთავარია რას იძახის საქართველოს ფედერაციის ექიმი ვინმე ვარძუკაშვილი რომელსაც ექიმის სტატუსი აქვს მაგრამ მოქმედებით ახოს არ არის ექიმობასთან,ისეთი სისულელები ისაუბრა ამ პანდემიის დროს
კახა
15:05 04-07-2020
1
ესეიგი 26 მარტს ჩასატარებელი მატჩი ბელორუსიასთან 8 ოქტომბერს გადაიდო?
ბადრი
04:38 04-07-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული