ბელარუსის ნაკრების 5 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა - ფედერაციამ თამაში არ გადადო

AutoSharing Option
by.tribuna.com-ის ინფორმაციით, ბელარუსის მოქმედ ჩემპიონ ბრესტის "დინამოში" კორონავირუსმა იფეთქა, დაინფიცირებული 11 ფეხბურთელიდან კი 5 ბელარუსის ნაკრების წევრია.

დაინფიცირებულთა შორისაა კიევის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი არტიომ მილევსკიც. "დინამომ" კი უკანასკნელი მატჩი 3 ივლისს, გასვლაზე "სმოლენსკთან" გამართა, სავალდებულო ტესტირება კი ფეხბურთელებმა შეხვედრამდე 1 დღით ადრე გაიარეს.

ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ "სმოლენსკთან" შეხვედრამდე უკვე ცნობილი იყო გუნდში არსებული ვითარება, თუმცა ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციამ შეხვედრა არ გადადო. თამაში იმ ფეხბურთელებმა გამოტოვეს, რომელთაც ვირუსი დადასტურებული ჰქონდათ.

მოგეხსენებათ, ერთა ლიგის "D" დივიზიონის ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული
გუნდი ბელარუსის ნაკრებს 8 ოქტომბერს, თბილისში დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული