სომხეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველო ჩვენი დონის გუნდია

AutoSharing Option
სომხეთის საფეხბურთო ნაკრების მეკარეების მწვრთნელმა რომან ბერეზოვსკიმ spbdnevnik-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და მათი ნაკრების 2022 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსები შეაფასა.

"სომხეთის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ესპანელი ხოაკინ კაპაროსი მაღალი დონის პროფესიონალი გახლავთ. სამწვრთნელო შტაბთან ერთად, რომლის წევრებსაც უმაღლესი დონის ფეხბურთი აქვთ ნათამაშები, კაპაროსი სერიოზულად მიუდგა საქმეს.

რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე სომეხი ფეხბურთელები 1-ლი ივლისიდან ლეგიონერებად აღარ ითვლებიან, ეს კი მათ მეტ სათამაშო პრაქტიკას მისცემს.

კიდევ ერთი რეზერვი გვაქვს - ესენი არიან ნაკრების ევროპელი და სამხრეთამერიკელი კანდიდატები, რომლებიც სომხეთში 5
წელია თამაშობენ,  მოქალაქეობის მიღებისა და ეროვნულ გუნდში თამაშის უფლება აქვთ.

არც ადგილობრივი პერსპექტიული ფეხბურთელები გვაკლია, მიუხედავად იმისა, რომ მათ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო.

წინ კი უეფას ერთა ლიგაში გამოსვლა გველოდება. ჩემი აზრით, მოწინააღმდეგეები - ჩრდ. მაკედონია, ესტონეთი და საქართველო ჩვენი დონის გუნდები არიან. სომხეთის ნაკრებს 2022 წლის ყატარში გასამართ მსოფლიო თასზე მოსახვედრად ყველანაირი შანსი აქვს", - განაცხადა ბერეზოვსკიმ.

საქართველოსა და სომხეთის ნაკრები გუნდები ერთმანეთს ჯერ 11 ოქტომბერს ერევანში, შემდეგ კი 15 ნოემბერს თბილისში დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 17 /
იაშკათი და ვაისით ძალიან შევრცხვებით. ამ ორი სი.რის გარეშე ერევანში კომხებს 10-დან, 10-ს მოვუგებთ.მათ ხელში კი 10-დან 15-ს წავაგებთ.
დ.დ.
16:51 07-07-2020
6
ჩვენი ნაკრების თამაშებს რომ ვუყურებ მშვენიერი გუნდი გვყავს მაგრამ იღბალი ჩვენს მხარეს არასდროს არის ევროპაზე ჯგუფში ვიმსახურებთ ჩემი აზრით თამაშს დონეც გვაქვს უბრალოდ ტრავმები და ცუდი პერიოდი ემთხვევა ხოლმე თამაშებს ერთხელ ნორმალურ ფორმაში რომ იყოს ყველა წამყვანი ფეხბურთელი და ვაისმაც არ გაატრაკოს გამოჩნდება რა დონის ნაკრებიც ვართ 9 და 7 გოლებს უშვებენ როჟები და ჩვენ გვედრებიან და ვვიტოლდებიან დდდდ ისე უნდა მოვუგოთ ერევანშივე რო სალაპარაკო არ დავუტოვოთ 10-15 წელი
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული