სომხეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველო ჩვენი დონის გუნდია

AutoSharing Option
სომხეთის საფეხბურთო ნაკრების მეკარეების მწვრთნელმა რომან ბერეზოვსკიმ spbdnevnik-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და მათი ნაკრების 2022 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსები შეაფასა.

"სომხეთის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ესპანელი ხოაკინ კაპაროსი მაღალი დონის პროფესიონალი გახლავთ. სამწვრთნელო შტაბთან ერთად, რომლის წევრებსაც უმაღლესი დონის ფეხბურთი აქვთ ნათამაშები, კაპაროსი სერიოზულად მიუდგა საქმეს.

რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე სომეხი ფეხბურთელები 1-ლი ივლისიდან ლეგიონერებად აღარ ითვლებიან, ეს კი მათ მეტ სათამაშო პრაქტიკას მისცემს.

კიდევ ერთი რეზერვი გვაქვს - ესენი არიან ნაკრების ევროპელი და სამხრეთამერიკელი კანდიდატები, რომლებიც სომხეთში 5
წელია თამაშობენ,  მოქალაქეობის მიღებისა და ეროვნულ გუნდში თამაშის უფლება აქვთ.

არც ადგილობრივი პერსპექტიული ფეხბურთელები გვაკლია, მიუხედავად იმისა, რომ მათ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო.

წინ კი უეფას ერთა ლიგაში გამოსვლა გველოდება. ჩემი აზრით, მოწინააღმდეგეები - ჩრდ. მაკედონია, ესტონეთი და საქართველო ჩვენი დონის გუნდები არიან. სომხეთის ნაკრებს 2022 წლის ყატარში გასამართ მსოფლიო თასზე მოსახვედრად ყველანაირი შანსი აქვს", - განაცხადა ბერეზოვსკიმ.

საქართველოსა და სომხეთის ნაკრები გუნდები ერთმანეთს ჯერ 11 ოქტომბერს ერევანში, შემდეგ კი 15 ნოემბერს თბილისში დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 18 /
მესმის კვარა და ჩაკვე ძალიან მაგრები გვეზრდება ,მაგრამ ზურიკო მაგათზე ნაკლები არაა ნამდვილად,ის ბიჭი კიდევ მიქაუტაძე ძალიან საინტერესო ფორვარდია,ამდენ გოლს რომ სადმე იტანდა ევროპაში ქართველი მე არ გამიგია ამ ბოლო დროს.მაგარი თაობა მოდის და წინ დიდი გამარჯვებები გველოდევა ძმებო.
devkalion
01 სექტემბერი 2020 01:06
0
იაშკათი და ვაისით ძალიან შევრცხვებით. ამ ორი სი.რის გარეშე ერევანში კომხებს 10-დან, 10-ს მოვუგებთ.მათ ხელში კი 10-დან 15-ს წავაგებთ.
დ.დ.
07 ივლისი 2020 16:51
15
აგერ ვნახოთ,მოვა ოქტომბერი და თუ არ მოგვიგონ მე არ ვიყო თავადი.სომხეთს უკვე კარგი ნაკრები ყავს,საქართველოზე ძალზედ კარგი
თავადი78
07 ივლისი 2020 11:40
22
ისე თავადები კი გვყავდა ბლომად სხვა ქვეყნების ქება დიდებაში ყველაზე არ ვამბობ სხვა ქვეყნებს მუხლზე უჩოქებდნენ და ფეხებს უკოცნიდნენ თავიანთ "პალეოლინთის" ხანის კულტურას და ტრადიციებს უკან დებდნენ და სხვა ქვეყნებს ტრაკს ულოკავდნენ აი როგორც შენ ჯიგარი ხარ ჯიგარი :) :) :) :) :)
თავადს
25 ივლისი 2020 12:01
0
სწორია ეს კაცი ლარივით რას ერჩი
კობა სებელი
07 ივლისი 2020 10:15
7

ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო.
)))) გურჯისტანს
06 ივლისი 2020 21:57
7
მაინცდამაინც ჯერ ბელორუსი შემდეგ გვხვდებიან და თუ გავედით ფინალის მერმე. 1) თუ მოვუგეთ ბელარუსს, კი ვიქნებით კარგ ხასიათ განწყობაზე, მაგრამ ალბათ გადაღლილები მთავარი თამაშის მერე. თუ წავაგეთ, ნახევარი გუნდი რაიმეს მომიზეზებს და ერევანში არ წავა. 2) ფინალში თუ ვიგებთ მერე ამათთან ალბათ ცხვირაწეულები გამოვალთ. თუ წავაგეთ ფინალი გავბდღვნით.
მოკლედ კალენდარი მაგათ მხარეს არის.
ჰაჰა
07 ივლისი 2020 12:18
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული