სომხეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველო ჩვენი დონის გუნდია

AutoSharing Option
სომხეთის საფეხბურთო ნაკრების მეკარეების მწვრთნელმა რომან ბერეზოვსკიმ spbdnevnik-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და მათი ნაკრების 2022 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსები შეაფასა.

"სომხეთის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ესპანელი ხოაკინ კაპაროსი მაღალი დონის პროფესიონალი გახლავთ. სამწვრთნელო შტაბთან ერთად, რომლის წევრებსაც უმაღლესი დონის ფეხბურთი აქვთ ნათამაშები, კაპაროსი სერიოზულად მიუდგა საქმეს.

რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე სომეხი ფეხბურთელები 1-ლი ივლისიდან ლეგიონერებად აღარ ითვლებიან, ეს კი მათ მეტ სათამაშო პრაქტიკას მისცემს.

კიდევ ერთი რეზერვი გვაქვს - ესენი არიან ნაკრების ევროპელი და სამხრეთამერიკელი კანდიდატები, რომლებიც სომხეთში 5
წელია თამაშობენ,  მოქალაქეობის მიღებისა და ეროვნულ გუნდში თამაშის უფლება აქვთ.

არც ადგილობრივი პერსპექტიული ფეხბურთელები გვაკლია, მიუხედავად იმისა, რომ მათ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო.

წინ კი უეფას ერთა ლიგაში გამოსვლა გველოდება. ჩემი აზრით, მოწინააღმდეგეები - ჩრდ. მაკედონია, ესტონეთი და საქართველო ჩვენი დონის გუნდები არიან. სომხეთის ნაკრებს 2022 წლის ყატარში გასამართ მსოფლიო თასზე მოსახვედრად ყველანაირი შანსი აქვს", - განაცხადა ბერეზოვსკიმ.

საქართველოსა და სომხეთის ნაკრები გუნდები ერთმანეთს ჯერ 11 ოქტომბერს ერევანში, შემდეგ კი 15 ნოემბერს თბილისში დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ერთი ჩვენ გვაქვს მსოფლიოზე გასვლის შანსი და მეორე სომხეთს.სადა ბანაობთ.
master
17:52 06-07-2020
7
ეხლა კი ვართ მართლა ერთი დონის გუნდი, მაგრამ თუ ჩაკვეტაძე ძველებურად ათამაშდა და კვარაცხელია სტაბილური თუ გახდა, ბევრად უკეთესი ნაკრები ვიქნებით.
გოგა
22:03 06-07-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული