"საბურთალოს" აწ უკვე ყოფილმა მცველმა, 21 წლის ლუკა ლაკვეხელიანმა "მეზეკოვეშდთან" სამსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა, - ამის თაობაზე ინფორმაციას უნგრული კლუბი თავისი ვებგვერდით ავრცელებს.
მან და 26 წლის დაღესტნელმა შემტევმა სერდერ სერდეროვმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარეს და გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგნენ.
"მეზეკოვეშდმა" აგრეთვე "შიოფოკიდან" 20 წლის ნახევარმცველი მარკ ბენჩე დაიმატა, რომელიც ადრე "ვიტესში" თამაშობდა.
ლაკვეხელიანს "საბურთალოსთან" ერთად ჩემპიონობა, ქვეყნის თასი და სუპერთასი აქვს მოპოვებული.
16 აგვისტოს, ჩემპიონატის პირველ ტურში "მეზეკოვეშდი" სტუმრად "დიოშდიორს" შეხვდება.