ბობოლებმა შეიძლება ერთა ლიგა გააუქმონ - საქართველოს ნაკრები კარგი შანსის გარეშე დარჩება

AutoSharing Option
ქარის მოტანილს ქარი წაიღებს?
ერთა ლიგის პირველ გათამაშებაზე D დივიზიონში ჯგუფში გამარჯვებულ საქართველოს ნაკრებს ნახევარფინალისა და იმედია, ფინალის თამაშიც თბილისში უწევს, მაგრამ მარტში დანიშნული მატჩები კორონავირუსის გამო შემოდგომაზე გადაიტანეს, თანაც შეიძლება მაყურებლებს დასწრების უფლება არ მისცენ. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ არაა გამორიცხული, ტურნირის 2020-21 წლების გათამაშება გააუქმონ.

sports.ru-ს ცნობით, ეს საკითხი 19 აგვისტოს, ეროვნული ფედერაციების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე განიხილება.

ერთა ლიგა უეფამ, უპირველეს ყოვლისა, არაგრანდი ნაკრებებისთვის თავის წარმოჩენისათვის დააარსა, რაც არ აწყობთ ევროპის ტოპ 5-ის ლიგის წარმომადგენლებს.

მათი არგუმენტები ასეთია:
-
სეზონი ძალიან გადატვირთულია და ფეხბურთელები დიდ დატვირთვებს იღებენ.
- სხვა ევროტურნირებისგან განსხვავებით, ამ ტურნირზე უმაყურებლოდ ჩატარებულ მატჩებს მოგება არ მოაქვს.
- კორონავირუსის გავრცელების გაკონტროლება ნაკრებებში უფრო რთულია, ვიდრე კლუბებში.
- ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდა.

როგორც ამტკიცებენ, მომავალ სეზონში ტურნირის გაუქმების ალბათობა 50%-ზე დაბალი არ არის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში 8 ოქტომბერს ბელარუსს უნდა უმასპინძლოს, გამარჯვების შემთხვევაში კი, 12 ნოემბერს ფინალში მაკედონიასა და კოსოვოს შორის უკეთესს ასევე თბილისში დაუპირისპირდეს.

რაც შეეხება ტურნირის 2020-21 წლების სეზონის გათამაშებას, C ლიგის მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები სომხეთი, ჩრდილოეთი მაკედონია და ესტონეთი არიან.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ჯიგრებო, შედგა უეფას სხდომა და არ გაუქმებულა ერთა ლიგა, ჭორი აღმოჩნდა:) მორჩა ბაზარი:)
valderrama
22:04 19-08-2020
1
1. სავარაუდოდ წლევანდელი გათამაშების გაუქმებაზეა საუბარი. ლოგიკურიცაა, ამ დროს სეზონები უკვე დაწყებულია ხოლმე და წელს ევროთასები არ დასრულებულა ჯერ. კოვიდის მიზეზიც ლოგიკურია - რა "კლუბებში სიტუაცია კონტროლდება", ოქტომბერში-ნოემბერში სომხეთთან მიმოსვლით თამაში მართლა უსაფრთხოდ მიგაჩნიათ ვინმეს?
2. საიდან მოიტანეთ, რომ ერთა ლიგა ჩვენნაირი ქვეყნებისთვის დააარსეს? პირველ რიგში, ჩვენნაირ ქვეყნებთან რომ არ ეთამაშათ ამხანაგურები, მაგიტომ შექმნეს. მეორე მიზეზი - შესარჩევში შემთხვევით ჩარჩენის შემთხვევაში ტოპ ნაკრებებმა სათადარიგო გასვლის გზა დაიტოვეს და ჩვენნაირ ნაკრებებს რომ ერთი საგზური გადმოუგდეს, სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენს გამო გააკეთეს ))
3. წლევანდელი გათამაშება რომც გაუქმდეს, ამ გათამაშებიდან მაინც ვერსად ვერ მოვხვდებოდით, ასე რომ ზედმეტადაც ნუ ვინერვიულებთ ))
კოტე
17:28 19-08-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული