გადაწყვეტილება მიღებულია - სექტემბერში ეროვნული ნაკრების მატჩები მაყურებლის გარეშე ჩატარდება

AutoSharing Option
19 აგვისტოს უეფა-ს მორიგი ვიდეოკონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული მმართველი ორგანოს 55 წევრი ფედერაციის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი იღებდა მონაწილეობას, უეფა-ს ეგიდით მიმდინარე წლის სექტემბერში გასამართი სანაკრებო მატჩების შესახებ იმსჯელეს.

უეფა-ს გადაწყვეტილებით, სექტემბრის როგორც ეროვნული, ისე 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩები მაყურებლის გარეშე შედგება.

ეროვნული ნაკრების სექტემბრის კალენდარი - ერთა ლიგის გათამაშება

5 სექტემბერი - ესტონეთი-საქართველო

8 სექტემბერი - საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია

21-წლამდელთა ნაკრების სექტემბრის კალენდარი - ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი


4
სექტემბერი - საქართველო-საფრანგეთი

8 სექტემბერი - ლიხტენშტაინი-საქართველო


რაც შეეხება ოქტომბერში დაგეგმილ სანაკრებო მატჩებზე მაყურებლის დასწრებას, აღნიშნულის შესახებ უეფა გადაწყვეტილებას სექტემბერში, მორიგ ვიდეოკონფერენციაზე მიიღებს.

პირველი მატჩი, სადაც უეფა მაყურებლის დაშვებას გეგმავს, ბუდაპეშტში გასამართი სუპერთასია. უეფას სუპერთასის შეხვედრა ბუდაპეშტში 24 სექტემბერს შედგება.

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
ანუ საქართველო რომ წარმატებულად გაუმკლავდა ვირუსს ეს ზღაპარი მხოლოდ ქართველებმა ჭამეს და უეფაში დებილები არ აღმოჩნდნენ და არ ჭამეს ეს ტყუილი ზოგიერთი ერთუჯრედიანი ქართველივით?
დაT
01:07 20-08-2020
17
კიდევ კარგი რომ ტარდება და საერთოდ არ გაუქმეს ეს თამაშები ახლა ეს ორი თამაში გაერივით სჭირდება ნაკრებს რომ შეფასდეს რა დონეზეა ნაკრები როგორ ფორმაში არიან ფეხბურთელები და საჭირო დასკვნები გამოიტანონ მწვრთბელებმა ბელარუსიასთან თამაშისთვის
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული