მარხელმა ბელარუსის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა - გუნდში 6 ლეგიონერია

AutoSharing Option
ევროპირველობაზე გასვლისათვის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა ერთა ლიგის გათამაშების მომავალი ორი მატჩისათვის შემადგენლობა დაასახელა, რომელთა შორის 6 ლეგიონერია. სექტემბრის დასაწყისში ბელარუსები მინსკში ალბანეთს უმასპინძლებენ, ხოლო შემდეგ ალმა-ატიში ყაზახეთს შეხვდებიან.

კორონავირუსის გამო, უეფას გადაწყვეტილებით, ყველა მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება.

მარხელმა 23 ფეხბურთელს უხმო:

მეკარეები: ალეკსანდრ გუტორი (სოლიგორსკის შახტიორი), ეგორ ხატკევიჩი (ისლოჩი), სერგეი იგნატოვიჩი (ბრესტის დინამო)

მცველები: ალეკსანდრ მარტინოვიჩი (კრასნოდარი, რუსეთი), მაქსიმ ბორდაჩევი (ტორპედო-ბელაზი), ალექსანდრ სავიჩკო (სოლიგორსკის შახტიორი), ნიკოლაი ზოტოვი (ურალი, რუსეთი), მაქსიმ შვეცოვი (მინსკის დინამო), ნიკიტა
ნაუმოვი (ჟეტისუ, ყაზახეთი), რომან იუზეპჩუკი (ბრესტის დინამო), ალექსეი ლეგჩილინი (ნემანი)

ნახევარმცველები:
სტანისლავ დრაგუნი, იგორ სტასევიჩი, პაველ ნეხაიჩიკი, ევგენი იაბლონსკი (ყველა ბატე), მაქს ებონგი (ასტანა, ყაზახეთი), იური კოვალიოვი (არსენალი, რუსეთი), ივან ბახარი (მინსკის დინამო), დმიტრი პოდსტრელოვი, ალექსანდრ სელიავა (ორივე სოლიგორსკის შახტიორი), ანდრეი ხაჩატურიანი (ტორპედო-ბელაზი)

თავდამსხმელები: მაქსიმ სკავიში (ბატე), ვიტალი ლისაკოვიჩი (ლოკომოტივი, რუსეთი)

მარხელმა, რა თქმა უნდა, არ გამოიძახა მოსკოვის ცსკა-ს 20 წლის ფორვარდი ილია შკურინი, რომელმაც განაცხადა, რომ ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტი ალეკსანდრე ლუკაშენკოა, ეროვნულ გუნდში არ ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები 8 ოქტომბერს ბელარუსს ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მე ვფიქრობდი,რომ ტირანასაც გაივლიდა დინამო მარა იმედები გამიცრუვდაა ასე რომ წინასწარ ვერაფერს განვსაზღვრქვთ როგორც ჩვენთვისაა ისტორიული მატჩი ანალოგიურად მათვისაც ასეა და როცა მსოფლიოში ყველა ჩემპიონატი შეწყდა ამათ მაინც გაგრძელეს ჩემპიონატის თამაში და აქედანაც ჩანს რამდენად მოტივირებები არიან და სამწუხაროდ საქართველოს ძალიან უჭირს მოსაგრბი თამაშების მოგება როგორც ძლიერ ასევე სუსტ მეტიქებთან ჩვენი ნაკრები აამწუხაროდ მაშინ უფრო კარგად თამაშობს როცა ფრე აწყობს ბოლო ორციკლში კიდევ უფრო გამოჩნდა ეს პრობლემა სულ ორი მოგება გ აქვს ორ ციკლში ორივე გიბრალტართან და ქეცბაიას დროს 2 უპრინციპულესი თამაში ვერ მოიგო გუნდმა 10 კაცი ან ფინეთან და ლატვოასთან თბილისში ასე რომ წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ ვერაფერს
1
ბევრად ერთი თავით მაღლა დგას,საქართველის ნაკრების შემადგენლობა ბელარუსებზე. მწვრთნელზეა აწი ყველაფერი
გოგა
10:06 25-08-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული