ესტონელთა კაპიტანი: საქართველოს ნაკრები ცოტა ქედმაღალია - შეგვიძლია სათამაშო განწყობა გავუფუჭოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩის მატჩის წინ ესტონელთა კაპიტანმა კონსტანტინ ვასილევმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"როგორც ყოველთვის საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკურად კვალიფიცირებულია. შესაძლოა, რაღაც მომენტში ცოტა ქედმაღალია. ჩვენ მათთან ადრე ვითამაშეთ და ქართული საფეხბურთო კულტურა ყოველთვის მსგავსი იყო. შეიძლება სლოვაკი მწვრთნელი ოდნავ აწონასწორებს მათ თამაშს, მაგრამ ქართველების ძლიერი მხარეები ცნობილია.

საქართველოს კოზირების გათვალისწინებით რაზე უნდა მოახდინოს ესტონეთმა ორიენტირება? თუ ბურთის ფლობას მოვახერხებთ, შეგვიძლია ქართველებს სათამაშო განწყობა გავუფუჭოთ. დაცვაში მაქსიმალურად კონცენტრირება გვმართებს.

კორონავირუსის გამო მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება, ჩვენი
გუნდი რეგულარულად აბარებს ტესტებს. ამ სიტუაციამ გუნდზე დიდი გავლენა არ მოახდინა. ამ პერიოდს აუცილებლად გადავლახავთ, მაგრამ ფეხბურთი მაყურებლებისთვის სიამოვნების მინიჭებისთვისაა შექმნილი და ფეხბურთელებმა ტრიბუნებიდან ენერგია უნდა მიიღონ. სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა არა გვაქვს, რადგან თამაშზე მაყურებელი არ იქნება".

მკითხველის კომენტარები / 5 /
რომელ არხზეა ტრანსლაცია??
ბიბი
05 სექტემბერი 2020 16:23
3
ბიბისიზე
ბიბის
05 სექტემბერი 2020 17:29
1
საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერიო???
გუჯი
05 სექტემბერი 2020 15:29
0
ამას ეტყობა გონია გერმანიას ეთამაშებიან...
რაულ გონსალეს ბლანკო
05 სექტემბერი 2020 17:14
0
მაგრამ მაინც მაგრები არიან
iberia
05 სექტემბერი 2020 10:18
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული