საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე გათამაშება გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ესტონეთს 1:0 სძლია.

ქართველი გულშემატკივრის მოლოდინი ამ მატჩისადმი დიდი იყო და "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ ახალგაზრდების ეიმედებოდა, სტუმართა გუნდის კაპიტანმა ვასილევმა კი აღნიშნა, რომ თუ ქედმაღალ მეტოქეს ბურთს დაუმალავდნენ, სათამაშო განწყობას წაუხდენდნენ.

დანაკლისის გათვალისწინებით ვაისმა მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, თავიდანვე ინიციატივას დაეუფლნენ და ჩაკვეტაძის პასის შემდეგ ოქრიაშვილმა დაარტყა, მაგრამ ტამმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. საქართველოს ნაკრები გამუდმებით უტევდა, სტუმრები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 32-ე წუთზე კვარაცხელიას პასის შემდეგ კაჭარავამ თავურით ანგარიში გახსნა.

შესვენების
თამაში შედარებით გათანაბრდა, ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ესტონელებმა ლორიას კარზე უხიფათო იერიშების მიტანა დაიწყეს, 88-ე წუთზე ლობჟანიძემ ბურთი ძელს გაარტყა, ბოლოს მანვე ოდნავ ააცილა მიზანს და ჩვენმა გუნდმა ტურნირის სტარტზე სტუმრად გამარჯვება იზეიმა.

8 სექტემბერს, მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, რომელმაც პირველ ტურში სომხეთს 2:1 სძლია.

ტალინი. "ა. კოქ არენა"
ესტონეთი - საქართველო 0:1
გოლი: კაჭარავა (32)

ესტონეთი: ჰაინი, ტენისტე, მეტსი, ტამი, ვასილევი (აინსალუ 86), იარველაიდი, ოიამა, ტუნიოვი (ლიივაკი 70), კრეიდა, კაიტი, ზენიოვი (ანიაკი (70)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, ჯიღაური, კანკავა, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე (ქვილითაია 78), კვარაცხელია (აბურჯანია 90+1), კაჭარავა (ლობჟანიძე 68)

მკითხველის კომენტარები / 105 /
რუსეთის მოთამაშე მცველები სამი ცენტრალური მცველით თამაშს რომ არი ან მიჩვეული ალბათ უჭირთ ჩვენი 2 უკანა მცველის თამაში
Ziz
06 სექტემბერი 2020 22:14
1
გვესმის რომ არ გვყავს ფეხბურთელები მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ვაისი რაც გვყავს იმასაც ვერ ან არ იყენებს. უკანკალებს მუხლები .
გიორგი გორგაძე
06 სექტემბერი 2020 20:46
4
ნეტავ ყველა თამაში 1:0 მოვიგოთ!!! ორივე ხელით თანახმა ვარ...
tngh
06 სექტემბერი 2020 18:16
2
შედეგი მისაღებია აი თამაშის ხარისხის რაგითხრათ განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ვაისის ხელში ნაკრების ორივე ტაიმის მაღალ დონეზე თამაში არმახსენდება.გუნდის ტაქტიკასა და გეგმაზე ხო რაუნდა ვთქვათ "კვარა თუ იზამს ხო იზამს თუარადა დაველოდოთ მომენტის თავისით შექმნას" მე მაინც ვთვლი რო ვაისი გასაშვებია რა შედეგსაც ვდებთ და ვდებდით ეგეც ორი კაცის უფრო ზუსტად ბავშვების კვარაცხელიასა და ჩაკვეტაძის დამსახურებაა იმედია ტრამვები აღარ შეაწუხებთ და ითამაშებენ დიდ ფეხბურთს
გიო
06 სექტემბერი 2020 16:49
2
გიო, მაქსიმუმის დადებას თუ იმას ეძახი რო სუსტთან თუ ძლიერთან მინიმუმ 8 მცველით და 2 ნახევარმცველით თამაშობდა სულ და მარტო ბურთის მოგერიება და შემთხვევითი გოლები იყო ჩვენი თამაშის სტილი კამათს აღარ დავიწყებ.
გოგლიკა
07 სექტემბერი 2020 11:38
0
ლევან მე არ მოვსწრებივარ არც დინამოს ტრიუმფებს, არც უნიჭიერეს ქინქლაძეებსა და ყიფიანებს მე რაც მინახავს გეტყვით რო ქეცბაიას რა რესურსიც ქონდა მაქსიმუმს დებდა და მგონია რო დღესაც საუკეთესო ოფციაა ნაკრების გაწვრთნის. (ქართველ მწვრთნელებში რა თქმა უნდა)
გიო
06 სექტემბერი 2020 21:52
0
ყველა გამოხმაურება
ჩვენი უბედურებაც მაგაშია რომ ბებერი,სიჩქარედაკარგული ჭ კლასის საშუალე გუნდში მოთამაშე ფეხბურთელის შემცვლელი რომ არა გვყავს,თორემ კანკავას კი არ ვერჩი ან დამსახურებას კი არ ვუკარგავ.ცოტა ძლიერ და სწრაფ გუნდს შევხვდებით და ყველაფერი გამოჩნდება.
გულისტკივილით
06 სექტემბერი 2020 14:57
1
ა რ ა ბ ი ძ ე ნაკრებში!!!!!!
pele
06 სექტემბერი 2020 14:46
9
რატო არ აყენებს უფრო სწორ შემადგენლობას ვაისი? რა უნდა ჯიღაურს, კაჭარავას, ოქრიაშვილს სასტარტოში? ნუ ჟიღაურზე და კაჭარავაზე იმედია დავა არც გვექნება, ოქრიაშვილს რაც შეეხება, ძალიან მონდომებულია და ბევრი გაუკეთებია ნაკრებისთვის, მაგრამ ნაყიდი ხომ არ აქვს ადგილი, როცა უკეთესი ვარიანტია, რატომ უნდა დააყენო?

https://i.imgur.com/5rWMdTF.png ეს მგონია ჯანმრთელი მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული ყველაზე ოპტიმალური შემადგენლობა.

--------ქვილითაია--------
კვარაცხელია-ჩაკვე-დავითაშვილი
----კანკავა---კვეკვესკირი----
ს.ლობჟანიძე-ხოჭოლავა-კვირკველია-კაკაბაძე

აუცილებლად უნდა დააწყებინოს სწრაფ და ფორმაში მყოფ ახალგაზრდებს თამაში. ვცადოთ საბა ლობჟანიძეც მარცხენა wing-back პოზიციაზე, ძალიან ძალიან მაგრად მიდის წინ და ჩქარია, დარწმუნებული ვარ ბევრად მაგარ შედეგს დავდებთ. დავითაშვილი რომელიც მართლა მაგარ ფორმაშია და აღმასვლის პერიოდს გადის, რატომ უნდა იჯდეს სკამზე და ჟიღაური რატომ უნდა იწყებდეს რომელიც საერთოდ ვერ ვხვდები რას აკეთებს მოედანზე, გარდა მონდომებისა.
N.kh
06 სექტემბერი 2020 14:00
7
ასე ცალხაზიანად როგორ უყურებთ ყველაფერს?
3 დღეში მეორე თამაშია და არ შეიძლება მხოლოდ ამ თამაშზე იყო ორიენტირებული.
დიტო
06 სექტემბერი 2020 16:04
0
კოტეიშვილს და გვილიას არ სყენებ სასტავში შენ გონია კაი სასტავი დაყენე ქვილითაიას კიდე ამ ფორმაში მანდ რაუნდა საერთოდ
პროფესორი
06 სექტემბერი 2020 15:17
0
ყველა გამოხმაურება
ვაისზე მეტი მიღწევა ქართველი მწვრთვნელებისგან მხოლოდ ახალკაცს ქონდა, ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, ალბათ რაღაც ესმის ფეხბურთის.
ზვიო
06 სექტემბერი 2020 13:37
5
moviget da es kvelaze mtavaria magram unda itkvas da vaiss vinmem utxras xalxis azri, arc kvaracxelia da arc chakvetaze tavis poziciaze ar tamachobda, chakvetazem saertod ver itamacha da mteli tamachis tvirti daacva kvaracxelias, davitachvili aucileblad chirdeba gunds da gvilia, dacvachic areulobaa, estoneti dabali donis gundia da mouget magram sxvastan aseti areuli tamachit gagvichirdeba, checvlebze agar vambob, rogorc koveltvis dagvianebuli iko da uazro, vaisi eksperimentebs atarebs, da chven ar gvcalia evropaze unda vitamachod, aseti chansi kidev rodis gvekneba aravin icis.
x
06 სექტემბერი 2020 12:41
1
ამ დონის ფეხბრთელებით რომლებიც დაბალი დონის ჩემპიონატებში თამაშობენ მეტს რას ელოდებით.ყაზახეთის საშუალო გუნდიდან რომ ნახევარდაცვის ცენტრში ორი ფეხბურთელი გეყოლება თან გადაბერებული გინდათ რომ გუნდმა მაგრათ ითამაშოს? მთელი ტვირთი გვინდა ავკიდოთ ორ ახალგაზრდას 21 წლის ჩაკვეტაეს და 19 წლის კვარაცხელიას ასეთი რამე სადმე თუ მომხდარა.სანამ ტოპ ჩემპიონატში მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელი მაინც არ გვეყოლება არაფერი გამოვა.
ჭ კლასში ვართ ხალხო
06 სექტემბერი 2020 11:24
10
კანკავაზე მაგას როგორ ამბობ!!! კაცი ბურჯია ნაკრების, 90 წთ არ გაჩერებულა, შავ საქმეს აკეთებს უამრავს!!! მოტივატრია მთელი გუნდის!!! ვინც ამას ვერ ხედავს , ართკაც ჭ კლასშია ჩარჩენილი!!! ბიჭებნა გუშინ ყვეკაფერი დატოვეს მოედანზე!!! მადლობა ნაკრებს!!!
დათო
06 სექტემბერი 2020 14:04
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული