საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე გათამაშება გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ესტონეთს 1:0 სძლია.

ქართველი გულშემატკივრის მოლოდინი ამ მატჩისადმი დიდი იყო და "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ ახალგაზრდების ეიმედებოდა, სტუმართა გუნდის კაპიტანმა ვასილევმა კი აღნიშნა, რომ თუ ქედმაღალ მეტოქეს ბურთს დაუმალავდნენ, სათამაშო განწყობას წაუხდენდნენ.

დანაკლისის გათვალისწინებით ვაისმა მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, თავიდანვე ინიციატივას დაეუფლნენ და ჩაკვეტაძის პასის შემდეგ ოქრიაშვილმა დაარტყა, მაგრამ ტამმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. საქართველოს ნაკრები გამუდმებით უტევდა, სტუმრები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 32-ე წუთზე კვარაცხელიას პასის შემდეგ კაჭარავამ თავურით ანგარიში გახსნა.

შესვენების
თამაში შედარებით გათანაბრდა, ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ესტონელებმა ლორიას კარზე უხიფათო იერიშების მიტანა დაიწყეს, 88-ე წუთზე ლობჟანიძემ ბურთი ძელს გაარტყა, ბოლოს მანვე ოდნავ ააცილა მიზანს და ჩვენმა გუნდმა ტურნირის სტარტზე სტუმრად გამარჯვება იზეიმა.

8 სექტემბერს, მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, რომელმაც პირველ ტურში სომხეთს 2:1 სძლია.

ტალინი. "ა. კოქ არენა"
ესტონეთი - საქართველო 0:1
გოლი: კაჭარავა (32)

ესტონეთი: ჰაინი, ტენისტე, მეტსი, ტამი, ვასილევი (აინსალუ 86), იარველაიდი, ოიამა, ტუნიოვი (ლიივაკი 70), კრეიდა, კაიტი, ზენიოვი (ანიაკი (70)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, ჯიღაური, კანკავა, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე (ქვილითაია 78), კვარაცხელია (აბურჯანია 90+1), კაჭარავა (ლობჟანიძე 68)

მკითხველის კომენტარები / 105 /
ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას, ორი თამაშის შემდეგ, საფრ და ბოლო, წინა ხაზი მეტად სიცოცხლისუნარიანი იყო დაცვასთან შედარებით, მე გამოვარჩევდი ახალგაზრდულიდან ასათიანს, რაღაც აუღელვებლად და საიმედოდ მუშაობდა.
ბერდო
06 სექტემბერი 2020 08:39
1
"ახლა კი დროა სოლომონ რომა"...(ротор)
ივა
05 სექტემბერი 2020 23:39
2
ა რ ა ბ ი ძ ე ნაკრებში!!!!!!
pele
06 სექტემბერი 2020 14:46
9
moviget da es kvelaze mtavaria magram unda itkvas da vaiss vinmem utxras xalxis azri, arc kvaracxelia da arc chakvetaze tavis poziciaze ar tamachobda, chakvetazem saertod ver itamacha da mteli tamachis tvirti daacva kvaracxelias, davitachvili aucileblad chirdeba gunds da gvilia, dacvachic areulobaa, estoneti dabali donis gundia da mouget magram sxvastan aseti areuli tamachit gagvichirdeba, checvlebze agar vambob, rogorc koveltvis dagvianebuli iko da uazro, vaisi eksperimentebs atarebs, da chven ar gvcalia evropaze unda vitamachod, aseti chansi kidev rodis gvekneba aravin icis.
x
06 სექტემბერი 2020 12:41
1
რუსეთის მოთამაშე მცველები სამი ცენტრალური მცველით თამაშს რომ არი ან მიჩვეული ალბათ უჭირთ ჩვენი 2 უკანა მცველის თამაში
Ziz
06 სექტემბერი 2020 22:14
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული