საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე გათამაშება გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ესტონეთს 1:0 სძლია.

ქართველი გულშემატკივრის მოლოდინი ამ მატჩისადმი დიდი იყო და "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ ახალგაზრდების ეიმედებოდა, სტუმართა გუნდის კაპიტანმა ვასილევმა კი აღნიშნა, რომ თუ ქედმაღალ მეტოქეს ბურთს დაუმალავდნენ, სათამაშო განწყობას წაუხდენდნენ.

დანაკლისის გათვალისწინებით ვაისმა მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, თავიდანვე ინიციატივას დაეუფლნენ და ჩაკვეტაძის პასის შემდეგ ოქრიაშვილმა დაარტყა, მაგრამ ტამმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. საქართველოს ნაკრები გამუდმებით უტევდა, სტუმრები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 32-ე წუთზე კვარაცხელიას პასის შემდეგ კაჭარავამ თავურით ანგარიში გახსნა.

შესვენების
თამაში შედარებით გათანაბრდა, ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ესტონელებმა ლორიას კარზე უხიფათო იერიშების მიტანა დაიწყეს, 88-ე წუთზე ლობჟანიძემ ბურთი ძელს გაარტყა, ბოლოს მანვე ოდნავ ააცილა მიზანს და ჩვენმა გუნდმა ტურნირის სტარტზე სტუმრად გამარჯვება იზეიმა.

8 სექტემბერს, მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, რომელმაც პირველ ტურში სომხეთს 2:1 სძლია.

ტალინი. "ა. კოქ არენა"
ესტონეთი - საქართველო 0:1
გოლი: კაჭარავა (32)

ესტონეთი: ჰაინი, ტენისტე, მეტსი, ტამი, ვასილევი (აინსალუ 86), იარველაიდი, ოიამა, ტუნიოვი (ლიივაკი 70), კრეიდა, კაიტი, ზენიოვი (ანიაკი (70)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, ჯიღაური, კანკავა, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე (ქვილითაია 78), კვარაცხელია (აბურჯანია 90+1), კაჭარავა (ლობჟანიძე 68)

მკითხველის კომენტარები / 105 /
კვარაა ყოჩაღ!
c
05 სექტემბერი 2020 22:28
0
მწვრთნელის ხელი საერთოდ არ ეტყობა ნაკრებს
გიორგი გორგაძე
05 სექტემბერი 2020 22:36
22
სამაგიეროდ შენ გეტყობა რომ ფეხბურთის ექსპერტი ხარ
:-)
05 სექტემბერი 2020 22:51
5
კვარაცკელია მარჯვენა ფლანგზე, და დავიტასჰვილის უტამასჰებლობა ეს სჰედომაა
mamuka pirtakhiya
05 სექტემბერი 2020 23:18
2
გილოცავთ ქართველებო და მრავალი გამარჯვება მიგველოცოს ერთმანეთისთვის...
მევარმე
05 სექტემბერი 2020 22:28
4
საუკეთესო ვინც არის ნაკრებში მან თავის ადგილზე უნდა ითამაშოს. აქ რა საჭიროა გენიოსობა? კვარაცხელია არსად დაიკარგება და მაინც საუკეთესო იყო ნაკრებში. თავის ადგილზე რომ მეტ სარგებელს მოუტანდა ნაკრებს ამას ვაისის გარდა ყველა ვხვდებით მგონია.
G.LA
05 სექტემბერი 2020 22:09
4
კვარაცხელიამ გაკეთა თამაში.
გოგა
05 სექტემბერი 2020 22:17
0
8 თვის მერე პირველი თამაში ძნელია, შეთამაშებაც ჭირდებათ, ბელარუსამდე იმედია დალაგდებიან.. დავითაშვილის ნახვაც საინტერესო იქნებოდა საქმეში
შოთა
05 სექტემბერი 2020 22:39
1
მესმის ამ კრიტიკის და მართალია მაგრამ მე ისიც მახსოვს როცა მილანის ფეხბურთელი სალკეს ბლექბერნის აიაქსის და ასე სემდეგ ფეხბურთელები გვყავდა და მოგება გვიჯირდა უსუსტეს გუნდთანაც. ახლა რუბინის ფეხბურთელი გვყავს ლიდერად და მოვიგეთ ასე თუ ისე სტუმრად. ერთა ლიგაც მოვიგეთ ჯგუფი. კორონაა ტრავმებია. უთამაშებლები არიან შეუთამაშებლები ახალი ბავშვები არიან და კიარ გავლანძღოთ. გავამხნევოთ. მიდით ბიჭებო ყველაფერი წინაა. მიდი ვაისს....
ზაზა
06 სექტემბერი 2020 01:02
6
პირველლი თამაშის და გასვლის ფონზე კარგი შეხვედრა ჩატარეს ბიჭებმა დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ზოგმა ჩამოსვლაც ვერ შეძლო, პლუს ხანმოკლე შეკრება!!! განსაკუთრებით პირველი ტაიმი ჩაატარეს კარგად!!! გრძელი პასი, პრესინგი, ტექნიკა კარგ დონეზე იყო!!! რაც ყველაზე უფრო მომეწონა 90 წთ-ის განმავლობაში. ყველა ბოლომდე დაიხარჯა და ფიზიკურად ნორმალურად გამოიყურებოდნენ!!! ყოჩაღ და ადლობა ბიჭებს და გილოცავთ გულშემატკივრებს!!!
დათო
05 სექტემბერი 2020 22:29
7
ცუდი ის არის, რომ საქართველოს ნაკრები კვლავინდებურად ერთი კაცის გუნდად რჩება (უბრალოდ, სუსტ მეტოქეებთან ეს ნაკლებად თვალშისაცემია) და კარგი ის არის, რომ ეს ერთი კაცი ჯოკერივით სულ გვყავს ამჯერად უკვე კვარაცხელიას სახით... იმედია, ყველაზე საჭირო დროს ორი ჯოკერითაც ავთამაშდებით...
მ.ტ.
05 სექტემბერი 2020 23:51
3
ეხლა რო ჩამოვა ეს ვაისი ჟურნალისტებმა კითხეთ რატო რის გამო არ გამოცვალა ოქრი ხო დაინახა მთელი თამაში სხვა პლანეტაზე რო იყო და დავითაშვილი ასეთი სწრაფი ტექნიკური და კვარაცხელიასთან შეთამაშებული ფეხბურთელი სკამზე დაალპო?!... პასუხები ძაან მაინტერესებს რას იტყვის. შენგელიაც იმსახურებს შანსის მიცემას ლობჟანიძე გამოჩნდა რომ სასარგებლო ფეხბურთელია სწრაფი ტექნიკური და მებრძოლი და არც პასის მიცემა ეზარება....აუცილებელი არაა თავდამსხმელად ალვის ხე გვედგას ლობჟანიძეც გაამართლებს მაგ ადგილას მის უკან კვარა ჩაკვე და ზურიკო.
ჟურნალისტებოოო
06 სექტემბერი 2020 00:21
9
კაცმა საერთოდ იცის ვინაა დავითაშვილი? ადამიანი სკაიპით კონტაქტობს ფეხბურთელებთან და რა უნდა მოვთხოვოთ ჩვენ? მარტო ოფიციალურ თამაშზე ჩამოდის საქართველოში. არც ლეგიონერებს აკვირდება!
დავით 67
06 სექტემბერი 2020 01:45
8
ოქრიმ იქ პადკატი რომ გააკეთა, შეგნებლად წავიდა ყვითელზე, ამას ვაისი უნდა ხვდებოდეს, რომ გამოსაცვლელია კაცი, ყვითელზე მიდის, გეუბნება მეტი აღარ შემიძლია, ინა თამაშზე სანამ არ დაეცა მინდორზე, მანამ არ გამოცვალა. პ.ს. კვირკველია საინელება იყო, კაჭარავა, გოლის მიუხედავად, საშუალო კლასია, ჯიღაუიც არ მომეწონა.
გეთანხმები
06 სექტემბერი 2020 01:06
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული