ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ესტონეთს 1:0 სძლია.
ქართველი გულშემატკივრის მოლოდინი ამ მატჩისადმი დიდი იყო და "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ ახალგაზრდების ეიმედებოდა, სტუმართა გუნდის კაპიტანმა ვასილევმა კი აღნიშნა, რომ თუ ქედმაღალ მეტოქეს ბურთს დაუმალავდნენ, სათამაშო განწყობას წაუხდენდნენ.
დანაკლისის გათვალისწინებით ვაისმა მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, თავიდანვე ინიციატივას დაეუფლნენ და ჩაკვეტაძის პასის შემდეგ ოქრიაშვილმა დაარტყა, მაგრამ ტამმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. საქართველოს ნაკრები გამუდმებით უტევდა, სტუმრები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 32-ე წუთზე კვარაცხელიას პასის შემდეგ კაჭარავამ თავურით ანგარიში გახსნა.
შესვენების თამაში შედარებით გათანაბრდა, ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ესტონელებმა ლორიას კარზე უხიფათო იერიშების მიტანა დაიწყეს, 88-ე წუთზე ლობჟანიძემ ბურთი ძელს გაარტყა, ბოლოს მანვე ოდნავ ააცილა მიზანს და ჩვენმა გუნდმა ტურნირის სტარტზე სტუმრად გამარჯვება იზეიმა.
8 სექტემბერს, მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, რომელმაც პირველ ტურში სომხეთს 2:1 სძლია.
ტალინი. "ა. კოქ არენა"
ესტონეთი - საქართველო 0:1
გოლი: კაჭარავა (32)
ესტონეთი: ჰაინი, ტენისტე, მეტსი, ტამი, ვასილევი (აინსალუ 86), იარველაიდი, ოიამა, ტუნიოვი (ლიივაკი 70), კრეიდა, კაიტი, ზენიოვი (ანიაკი (70)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, ჯიღაური, კანკავა, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე (ქვილითაია 78), კვარაცხელია (აბურჯანია 90+1), კაჭარავა (ლობჟანიძე 68)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, ჯიღაური, კანკავა, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე (ქვილითაია 78), კვარაცხელია (აბურჯანია 90+1), კაჭარავა (ლობჟანიძე 68)