ერთა ლიგის პირველ ტურის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესტონეთს ამარცხებს - 1:0.
ქართველი გულშემატკივრის მოლოდინი ამ მატჩისადმი დიდი იყო და "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ ახალგაზრდების ეიმედებოდა, სტუმართა გუნდის კაპიტანმა ვასილევმა კი აღნიშნა, რომ თუ ქედმაღალ მეტოქეს ბურთს დაუმალავდნენ, სათამაშო განწყობას წაუხდენდნენ.
დანაკლისის გათვალისწინებით ვაისმა მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, თავიდანვე ინიციატივას დაეუფლნენ და ჩაკვეტაძის პასის შემდეგ ოქრიაშვილმა დაარტყა, მაგრამ ტამმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. საქართველოს ნაკრები გამუდმებით უტევდა, სტუმრები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 32-ე წუთზე კვარაცხელიას პასის შემდეგ კაჭარავამ თავურით ანგარიში გახსნა.
ტალინი. "ა. კოქ არენა"
ესტონეთი - საქართველო
გოლი: 0:1 კაჭარავა (32)
ესტონეთი: ჰაინი, ტენისტე, მეტსი, ტამი, ვასილევი, იარველაიდი, ოიამა, ტუნიოვი, კრეიდა, კაიტი, ზენიოვი
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, ჯიღაური, კანკავა, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, კაჭარავა
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, ჯიღაური, კანკავა, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, კაჭარავა
დანაკლისის გათვალისწინებით ვაისმა მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, თავიდანვე ინიციატივას დაეუფლნენ და ჩაკვეტაძის პასის შემდეგ ოქრიაშვილმა დაარტყა, მაგრამ ტამმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. საქართველოს ნაკრები გამუდმებით უტევდა, სტუმრები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 32-ე წუთზე კვარაცხელიას პასის შემდეგ კაჭარავამ თავურით ანგარიში გახსნა.
დაცვა - კაკაბაძე, კვერკველია, ტაბიძე, ნავალოვსკი
საყრდენები-კანკავა, კიტეიშვილი
შემტევი შუახაზი-შენგელია, ოქრიაშვილი, კვარაცხელია.
ფორვარდი-ქვილითაია.
შეცვლა: სავარაუდოდ და გააჩნია როგორ წავა თამაში და რამდენის შეცვლა შეიძლება. შენგელიას ნაცვლად საბა ლობჟანიძე, ოქრიაშვილის ნაცვლად ჩაკვეტაძე, ქვილითაიას ნაცვლად გვილია. მგონია სამივეს შეუძლია გააძლიეროს ზეწოლა. და კიდევ ყაზაიშვილი, რომელიც გამოცდილია და გამტანია.