ჩრდილოეთ მაკედონია ტოპ 5 ლიგის 6 ფეხბურთელით გვესტუმრება

AutoSharing Option
8 სექტემბერს ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. სტუმართა გუნდს ამ მატჩში ტრავმირებული მცველი კირე რისტევსკი (დოჟა) და ნახევარმცველი ივან ტრიჩკოვსკი (აეკი, ლარნაკა) ვერ დაეხმარებიან.

პირველ ტურში ჩრდილომაკედონიელებმა საკუთარ მოედანზე სომხეთს 2:1 სძლიეს, რამაც ბუნებრივია ისინი გაახარა, თუმცა "ჯვაროსნებთან" შეხვედრის წინ საკმაოდ თავშეკავებულები არიან და პრესაც არ აკეთებს ზედმეტად ოპტიმისტურ განცხადებებს.

ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი თბილისში შემდეგ ფეხბურთელს იახლებს:

მეკარეები: დამიან შიშკოვსკი (დოქსა), დეიან ილიევი (იაგელონია), მარტინ ბოგატინოვი (ეთნიკოსი)

მცველები:
სტეფან რისტოვსკი (სპორტინგი), ვისარ
მუსლიუ (ფეჰერვარი), დარკო ველკოსკი (რიეკა), ეგზონ ბეიტულაი (შკედნია), გიოკო ზაიკოვი (შარლერუა), კრისტიან ტოშევსკი (ტირანა)

ნახევარმცველები:
ენის ბარდი (ლევანტე), ელიფ ელმასი (ნაპოლი), ბობან ნიკოლოვი (ფეჰერვარი), არიან ადემი (ზაგრების დინამო), სტეფან სპიროვსკი (ლარნაკას აეკი)

თავდამსხმელები:
გორან პანდევი (ჯენოა), ეზჯან ალიოსკი (ლიდსი), ილია ნესტოროვსკი (უდინეზე), ალექსანდარ ტრაიკოვსკი (მალიორკა), ვლატკო სტოიანოვსკი (შამბლი), კრსტე ველკოსკი (სარაევო)

მკითხველის კომენტარები / 37 /
არ ითამაშებენ ჩვენები მთელი ძალით არც ბელარუსები და არც კოსოვო ლამის საუკუნის თამაშები აქვთ წინ.პლიუს ყაზაიშვილს და კიტეიშვილს ათამაშებს ოქტომბერში.
Zaza
00:27 08-09-2020
0
იქნებ ისიც დაგეწერაᲗ ამ ტოპ ლიგებᲨი მოᲗამაᲨე მაკედონიელებიდან რამდენი ხეხავს საᲗადარიგოᲗა სკამს? Ჩვენ ბიᲭებს ყურებზე ხახვი არ დააᲭრან! Თქვენი იმედი გვაქ Ძმებო!!! აბა ქარᲗველებო გავამხნევოდ Ჩვენი ბიᲭები!!! ხვალ დიდი დᲦეა!!! ვოლოდია გამოუᲫეხი Ჩვენ ბიᲭებს
ზურა
20:00 07-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული